მოდელები

"ჩემ ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

"ჩემ ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი
ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი ჰა­ლი­მა ადე­ნი პო­დი­უმ­ზე გა­მოს­ვლა­ზე უარს აცხა­დებს. ამის შე­სა­ხებ მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ცოტა ხნის წინ ამ­ცნო. ჰა­ლი­მა სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი­დან წას­ვლის მი­ზე­ზად მისი რე­ლი­გი­ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­გა­ტი­ურ გან­წყო­ბას ასა­ხე­ლებს. შე­გახ­სე­ნებთ, 23 წლის ჰა­ლი­მა პირ­ვე­ლი ქალი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნუ­ლი "ვო­გის" გა­რე­კან­ზე ჰი­ჯა­ბით გა­მოჩ­ნდა.

ჰა­ლი­მამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც კა­რი­ე­რის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებ­სა და თავის გან­ვლილ გზა­ზე წერს. მისი თქმით, გა­და­ღე­ბე­ბის წინ ლოც­ვე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა, არა­კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მო­სის ჩაც­მა, ჰი­ჯა­ბის სხვა სტილ­ში მორ­გე­ბა მისი რე­ლი­გი­ის ღა­ლა­ტია და
გა­და­ღე­ბებ­სა და მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­ბო­ლო­ოდ უარს ამ­ბობს. "უკვე გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, სად და­ვუშ­ვი შეც­დო­მა და ამ პრო­ფე­სი­ი­დან მივ­დი­ვარ", - წერს ის.

რო­გორც ადე­ნი ჰყვე­ბა, ამე­რი­კუ­ლი ჯინ­სის სა­მო­სის გა­და­ღე­ბი­სას მას ჰი­ჯა­ბის მა­გივ­რად თავ­ზე ჯინ­სის სა­მო­სი შე­მო­ახ­ვი­ეს, რა­მაც მო­დელს დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნა.

"რა­ტომ მი­ვე­ცი მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, თავ­ზე ჯინ­სი შე­მო­ეხ­ვი­ათ, რო­დე­საც ხში­რად მოკ­ლე კა­ბის ჩაც­მა­ზეც არ ვი­ყა­ვი თა­ნახ­მა. მა­შინ ძა­ლი­ან სა­სო­წარ­კვე­თი­ლი დავ­რჩი, ვიგ­რძე­ნი, რომ დავ­კარ­გე კავ­ში­რი ჩემს თავ­თან, იმას­თან, ვინც რე­ა­ლუ­რად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი“, - ამ­ბობს ჰა­ლი­მა.

რო­დე­საც 18 წლის ასაკ­ში ჰა­ლი­მა სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში გა­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი რე­ლი­გი­უ­რი ხედ­ვე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მო­უ­წია, თუმ­ცა ასო­ბით გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მო­დე­ლი მიხ­ვდა, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­ეძ­ლო და სა­მო­დე­ლო სფე­რო­ზე უარი თქვა.

"ატა­რო ჰი­ჯა­ბი - მარ­თლაც დიდი მოგ­ზა­უ­რო­ბაა, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით. თუ ჩემი ჰი­ჯა­ბი არ შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბის­თვის ხი­ლუ­ლი იყოს, მა­შინ ჩავ­თვა­ლოთ, რომ არც მე ვჩან­ვარ მათ­თვის. მე მხო­ლოდ ჩემი თა­ვის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა შე­მიძ­ლია იმა­ში, რაც მოხ­და. ჩემ ირ­გვლივ ქა­ლებს კვლავ არ ეს­მით, რა­ტომ ვა­ტა­რებ ჰი­ჯაბს და რა­ტომ არის ეს ჩემ­თვის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - აღ­ნიშ­ნავს ჰა­ლი­მა ადე­ნი.

მო­დე­ლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რეს პო­პუ­ლა­რულ­მა მომ­ღე­რალ­მა რი­ა­ნამ და დებ­მა ბელა და ჯიჯი ჰა­დი­დებ­მა.



ჰა­ლი­მა კე­ნი­ა­ში, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი სო­მა­ლი­და­ნაა. 6 წლის ასაკ­ში ჰა­ლი­მა ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რე­ბლად. პირ­ვე­ლად ის ამე­რი­კულ­მა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ 18 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა და მო­დე­ლი მი­ნე­სო­ტის შტა­ტის სა­ხე­ლით სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში ნა­ხე­ვარფი­ნალ­ში მოხ­ვდა.

ის იყო პირ­ვე­ლი ქალი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც მო­დის სფე­რო­ში ჰი­ჯა­ბით გა­მოჩ­ნდა და მა­ლე­ვე სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი­დან მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე გა­და­ინაცვლა. ჰა­ლი­მა რი­ა­ნას მა­კი­ა­ჟის ბრენ­დის სახე გახ­და და მან რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზულ ბრენდთა­ნაც ხან­გრძლი­ვად ითა­ნამშ­რომ­ლა.

რო­გორც მო­დე­ლი ამ­ბობს, კა­რი­ე­რის გა­ნმავ­ლო­ბა­ში მან ბევ­რჯერ და­არ­ღვია ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­ის წე­სე­ბი. მას უწევ­და სხვა­დას­ხვა ნივ­თბით და­ე­ფა­რა სხე­უ­ლი იმის­თვის, რომ შიშ­ვე­ლი არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და რამ­დენ­ჯერ­მე მო­დელს ჰი­ჯა­ბის ტა­რე­ბის გა­მოც მოს­ვლია უთან­ხმო­ე­ბა. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93