ნახეთ, რა უყვარს სინამდვილეში კოკოს და როგორ ატარებს თავისუფალ დროს:
კოკო პარიზზე
- „მიყვარს ქალაქის ქუჩებში მარტო სეირნობა. ხშირად დავკარგულვარ პარიზის უბნებშიც. ვგიჟდები საკრე-კიორის ბაზილიკასთან ბალახზე პიკნიკის მოწყობაზე. როცა ვუყურებ ამ ტაძარს, ყოველთვის ფანტაზიებში გადავეშვები ხოლმე: რა იქნებოდა, აქ რომ მეცხოვრა ასი წლის წინ? სხვათა შორის, თაფლობის თვე მეუღლესთან ერთად პარიზში გავატარე და შემდეგ გავემგზავრეთ კორსიკაზე“.
კოკო ვარჯიშსა და ჰამბურგერებზე
- „მე არ დავდივარ ფიტნეს-კლუბებში. მივირთმევ ყველაფერს, რაც მომესურვება. მიყვარს სალათები, წვნიანები, თუმცა უარს არ ვამბობ ჰამბურგერებსა და სპაგეტებზე. მთავარია დაიცვათ ბალანსი.“

კოკო დედობაზე
- მოდელის დილა იწყება 06:40 წუთზე, როცა მისი ქალიშვილი აიონა იღვიძებს. ცხოვრობს მეუღლესთან, ჯეიმს კონრანთან ერთად უესტჩესტერის მშვიდ რაიონში. „როცა პატარა ბავშვი გყავს ოჯახში, გიწევს მისი რეჟიმით ცხოვრება. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა აიონას გაჩენის შემდეგ. თავისთავად, უკეთესობისკენ, მან აზრი შეიძინა“ - აღნიშნავს მოდელი. ძიძაზე მეუღლეებმა უარი თქვეს, ამის ნაცვლად კი მას კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან ბებიები ჩამოუვიდნენ სახლის საქმეებში და ბავშვის აღზრდაში დასახმარებლად.
სტანდარტების წინააღმდეგ
- „შენ კიდევ უნდა დაიკლო წონაში. ამ წელს ანორექსია მართავს მოდას. ჩვენ არ გვინდა, რომ დატანჯული ანორექსიკის სახით იყო, უბრალოდ უნდა ჰგავდე“ - სწორედ ეს უთხრეს ერთ-ერთ ქასთინგზე კოკოს, რაც მისთვის მიუღებელი იყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა როშამ ახალგაზრდა მოდელების უფლებებისთვის ბრძოლა. დღემდე აქტიურად გამოდის გოგონების არასტანდარტული სილამაზის დისკრიმინაციის და ყდებზე ზედმეტი ფოტოშოპის გამოყენების წინააღმდეგ. მან მეუღლესთან ერთად სამოდელო სააგენტო Nomad Mgmt-ი გახსნა, სადაც კოკო ასწავლის დამწყებ მოდელებს კამერების წინ სწორად პოზირებას. თვითონ მას შეუძლია 50 წარმატებული რაკურსის დემონსტრირება 30 წამში. ასევე ასწავლის საკუთარ უფლებებსა და ფინანსებში გარკვევას.
კოკო აქსესუარებზე
- „როცა პატარა ვიყავი, დედა ბორტგამცილებლად მუშაობდა. მას ძალიან უყვარდა გაპრანჭვა. კარგად მახსოვს მისი 90-იანების მასიური ოქროს საყურეები. შესაძლოა, მასიური ძვირფასეულისკენ ლტოლვა მემკვიდრეობით გადმომეცა. ვფიქრობ, რაც უფრო მოცულობითია საყურე, უფრო მეტად ლამაზია. თუკი აქსესუარს ირგებ, უმჯობესია მეზობელი ქუჩიდანაც კი ჩანდეს“ - აღნიშნავს მოდელი ხუმრობით.