ქართველ მოდელს ლიკუნა ხაჭაპურიძე საზოგადოება სოციალური ქსელებიდან და მოდის კვირეულებიდან იცნობს, თუმცა რამდენიმე წელია ლიკუნამ მოდელობის პარალელურად ინფლუენსერობა შეითავსა და უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი.
ლიკუნა ინსტაგრამზე აქტიურია, თუმცა მოდელის გვერდზე მისი მეუღლე სოციალურ ქსელში არც ისე ხშირად ჩანს. სულ ცოტა ხნის წინ, ლიკუნამ მასთან ერთად გადაღებული ვიდეო დადო.
მოდელის რჩეული სანდრო ჭანტურიაა. სანდრო და ლიკუნა ერთი წელი შეყვარებულები იყვნენ და 2020 წელს ხელი მოაწერეს. როგორც ცნობილია, პანდემიის გამო მოდელს ქორწილი არ გადაუხდია. წყვილი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს.
სანდრომ და ლიკუნამ გერმანიაში სახლი მოაწყვეს და იქაურ ცხოვრებასაც შეეგუვნენ, რამდენიმე თვის წინ, ლიკუნა თბილისსაც ესტუმრა.
როგორც ცნობილია, უმშვენიერესი მოდელი აქტიურად მისდევს სამოდელო კარიერას.
როგორც სოციალური ქსელებიდან ვიგებთ, სანდროს განათლება ავსტრიაში, ვენაში აქვს მიღებული, სანდრომ ვებსტერის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრი დაამთავრა.
წყვილის ურთიერთობიდან ჩანს რომ მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ, ლიკუნა ინსტაგრამზე სანდროზე არც ისე ხშირად წერს, თუმცა თუ რამეს დაწერს ყოველთვის სიყვარულით სავსე, დადებითი ტექსტია.