სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" მარიამ შუკაკიძესა და მის ულამაზეს ოჯახს ერთხელ მაინც შეხვდებით, ბათუმელი ცოლ-ქმრის ოჯახურ ფოტოებს ბევრი უცხოური თუ ქართული მედიასაშუალება აზიარებს, თუმცა საზოგადოების ნაწილი იმაზე საუბრობს, რომ მარიამის ცხოვრება და გარეგნობა ისეთი არ არის, როგორიც სოციალურ ქსელებში ჩანს და ფერადი ფოტოების მიღმა ბევრი საინტერესო დეტალი იმალება.
ნახეთ ბათუმელი მოდელის მდიდრული ცხოვრება, მარიამ შუკაკიძის ოჯახური ფოტოები
რამდენიმე ქართული და უცხოური მედიასაშუალება იუწყება, რომ ახალგაზრდა მოდელი მარიამ შუკაკიძე "მის ბიკინის" კონკურსის მონაწილე იყო, თუმცა ვერ გაიმარჯვა. კონკურსის შემდეგ მარიამი რადიკალურად შეიცვალა, ოჯახიც შექმნა და ორი ულამაზესი გოგოს დედაც გახდა.
გავრცელებული წყაროების მიხედვით, მარიამის ძველსა და ახალ გარეგნობაში დიდი სხვაობაა. გოგონას რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.
4 წლის წინ მარიამი იტალიელმა დიზაინერმა სტეფანო გაბანამ ჩვენებაზე მიიწვია და მისი ფოტოები "ინსტაგრამზე" გადააზიარა. ფართო საზოგადოებამ მარიამი სწორედ ამ დღის შემდეგ გაიცნო.
როგორც მოდელი ამბობს, მან ოჯახის გამო ჩვენებაზე წასვლისგან თავი შეიკავა, თუმცა მედიასაშუალებები წერენ, რომ მარიამის მიღებაზე უარი თვით სტეფანო გაბანამ თქვა. ამ ამბიდან დიდი დრო გავიდა და ეს პატარა "სკანდალი" ხალხმა მიივიწყა.
დღეს მარიამი ბათუმში ცხოვრობს, მისი მეუღლე, დავითი მეზღვაურია და დიდი დროის გატარება გემზე, ოჯახისგან მოშორებით უწევს. მარიამი კი ორ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტუალურობას არ კარგავს.
მოდელის გოგონები ძალიან ჰგვანან მშობლებს. მარიამს მასზე უფროსი და ჰყავს. გოგონები "ინსტაგრამზე" ხშირად ჩნდებიან. სოფის 3 ულამაზესი შვილი ჰყავს.
მარიამის სოციალური ქსელებიდან ჩანს, დავითი ცოლს საჩუქრებით ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ მან მარიამს მანქანაც აჩუქა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>