ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ A|X Armani Exchange-ის ახალი კოლექცია წარადგინა და ბრენდის ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი არაერთი სამოსი მოირგო.
ცნობისთვის, იტალიურმა მოდის სახლმა Armani-იმ A|X 1991 წელს დააარსა. ქვებრენდი Armani-ის ყველაზე ხელმისაწვდომ სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებლებს. მისი კოლექცია კი ელეგანტური ქუჩის სტილისა და პოპ-კულტურის გავლენით არის შექმნილი.
A|X Armani Exchange-ის ოფიციალური მაღაზია საქართველოში, „გალერეა თბილისის” სავაჭრო ცენტრშია წარმოდგენილი.