ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული, რომლის ინტერესებსაც თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო Geomodels-ი წარმოადგენს, საერთაშორისო ბრენდის, David Koma-ს ახალი კოლექციის სახე გახდა.
4 მარტს მოდელი "კომას" ახალი, 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ონლაინჩვენების პოდიუმზე გამოვიდა.
როგორც "კომას" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ეთო მონაწილეობს კოლექციის პრეანონსშიც.
ცნობისთვის, David Koma-ს ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე ხელმძღვანელობს და ბრენდის სამოსს უცხოელი ვარსკვლავები ხშირად იცვამენ.