რეტუშერი, რომელიც „Victoria's Secret“-იდან წამოვიდა, მოდურ ტაბლოიდებს ანონიმური წყაროს სტატუსით უმხელს „ანგელოზების“ ნამდვილ სახეს.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ პუბლიკაციამდე ჟურნალსა და სარეკლამო კამპანიებში ფოტოები დამუშავებას ექვემდებარება. თუმცა რა საფეხურამდე ხდება ფოტოების დაფოტოშოპება ისე რომ ყველაზე სასურველი ვიზუალის მქონე ქალბატონები სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავდებიან კადრში არსებული „ანგელოზებისგან“.
რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გოგონები, რომლებიც იდეალურ სხეულებს უყურებენ გლამურულ ჟურნალებსა და სარეკლამო კამპანიებში?
საცურაო კოსტიუმები გადაღებამდე მუშავდება
მანამ სანამ დაიწყება გადაღება საცურაო კოსტიუმში, ბრებში მოცულობის მოსამატებელ ღრუბლებს ათავსებენ, რომლის წონაც ზოგჯერ კილოგრამსაც აღწევს. რეალურად მოდელზე ბრები ჩანს ისე თითქოს გოგონებს სავსე და მრგვალი მკერდი აქვთ, რეალურად ამ ყველაფერზე იმდენად გამოცდილი რეტუშერები მუშაობენ რომ პროფესიონალისთვისაც რთული გამოსაცნობია როგორია სინამდვილეში ამა თუ იმ ანგელოზის მკერდი.
საცურაო კოსტიუმების ქვეშ გოგონებს სხეულის მოდელირებად თეთრეულს აცმევენ
თუკი საცურაო კოსტიუმი არ იძლევა იმის საშუალებას რომ მასში მოცულობის მოსამატებელი ღრუბლები ჩაჯდეს, მაშინ მოდელებს აცმევენ წელის და თეძოების მოდელირებად თეთრეულს, სწორედ ამ მეთოდით ხდება მათი ფორმების კორექტირება, რაც შემდგომ დამუშავდება და სრულებით შეუმჩნეველი რჩება.
მოდელებს А-ზე დიდი მკერდი არ აქვთ
ყოველ ჯერზე, როცა დასამუშავებლად ფოტოები ეგზავნებათ, რეტუშერებს აღწერაში უგზავნიან ორგანიზატორები მითითებებს, თუ როგორ უნდა დამუშავდეს ფოტო: „მოაშორეთ კერტები, მკერდს სიმრგვალე მიანიჭეთ და ზემოთ ასწიეთ, გახადეთ მკერდი სიმეტრიული და დაიყვანეთ სამ ანუ С-ზომაზე.“
მოდელები იმდენად ზარმაცები არიან, რომ ეპილაციასაც არ იკეთებენ
დარწმუნებული იმაში რომ რეტუშერები ყველა დეტალს შეასწორებენ, მოდელები ხშირად იღლიებსა და ხელებზე, ასევე ფეხებზე ეპილაციას არ იკეთებენ, ანგელოზები სინამდვილეში ძალიან ზარმაცები არიან თავის მოვლასთან დაკავშირებით, ამისათვის ხშირად რეტუშერები ფოტოეპილაციას აკეთებენ ბიკინის ზონაზეც კი.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>