მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი გადაცემა "პრაიმ შოუს" გუნდთან ერთად თურქეთის პრესტიჟულ სასტუმროში ისვენებს. სალომემ დასვენების შესანიშნავი სურათები უკვე გამოაქვეყნა.
მოდელმა თურქეთში შვილებიც წაიყვანა და როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, მთელი გადამღები ჯგუფი და წამყვანები სასტუმრო "NG Phaselis Bay"- ში შესანიშნავ დროს ატარებენ.
სალომე სულ ახლახანს იუბილარი იყო და ტელეწამყვანმა დაბადებისდღე სასტუმროში აღნიშნა. როგორც "ინსტაგრამ სთორები" გვეუბნება, მოდელი დასვენების დროსაც აქტიურად ვარჯიშობს, ირუჯება და დროს საოცარ გარემოში ატარებს.
თურქეთში ამ სეზონზე დასვენებისთვის ერთ-ერთი იდეალური დროა, რადგან იქ უკვე თბილი და სასიამოვნო ამინდებია და ხალხი ნაკლებია.
სალომეს სურათებში მთლიანი საცურაო კოსტუმი და ვარდისფერი საზაფხულო კაბა აცვია, მოდელი შესანიშნავ ფორმაშია და რუჯთან ერთად საზაფხულო სამოსი უხდება.
სასტუმრო "NG Phaselis Bay" 4,8 ვარსკვლავიანია, ტერიტორიაზე რამდენიმე საცურაო აუზი და ულამაზესი ეზოა. "პრაიმ შოუს" გუნდის დასვენების ფერად და მრავალფეროვან სურათებს სოციალურ ქსლეში ათასობით მოწონება და კომენტარი აქვს.