მოდელები

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოს, სინდი კროუფორდისა და პიკასოს საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოს, სინდი კროუფორდისა და პიკასოს საღამოებზე საპატიო სტუმარია?!
გლა­მუ­რუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლის უპი­რო­ბო ლი­დე­რი - ასე აფა­სე­ბენ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი სა­ლო­მე გორ­გი­ლა­ძეს, რო­მე­ლიც მო­დუ­რი, თუ ბიზ­ნეს ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნებს იპყრობს და მას კარ­გად იც­ნობს ვარ­სკვლა­ვე­ბის და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა. გო­გო­ნა პა­ტა­რა ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თა­ვის შექ­მნა­ზე უამ­რა­ვი იშ­რო­მა.

სა­ლო­მე, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბრენ­დის, SANA Group Hotels-ის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რი, ბრენ­დის ამ­ბა­სა­დო­რი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი საბ­ჭოს წევ­რია, ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს ერ­თერთ ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარდ კომ­პა­ნი­ას, ჩარ­თუ­ლია ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბის, უახ­ლე­სი კონ­ცეფ­ცი­ე­ბის და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლის შექ­მნა­შიც კი, სრუ­ლი
პრო­ექ­ტის ყვე­ლა დე­ტალს თა­ვად გა­ნი­ხი­ლავს და სა­კუ­თარ გუნდთან ერ­თად რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ან სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მას ამე­ნე­ჯმენ­ტებს. SUD Lisboa სა­ლო­მეს სწო­რედ ერ­თერ­თი ასე­თი პრო­ექ­ტია.

ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ვა­ლენ­ტი­ნოს და­ბა­დე­ბის დღის და­ხუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა, OMEGA Watch-ის ლონ­ჩი ტოპ-მო­დე­ლის, სინ­დი კრო­უ­ფორ­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხ HBO-ს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში შეს­ვლა, წვე­უ­ლე­ბე­ბი მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის­თვის, მა­იკლ ფას­ბინ­დე­რის­თვის, მა­დო­ნას­თვის და ბევ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი SUD Lisboa-ს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი და უნი­კა­ლუ­რი სივ­რცე თი­თო­ე­ულ სტუ­მარს თა­ვი­სი კონ­ცეფ­ცი­ით ხიბ­ლავს, სწო­რედ აქ ატა­რებს სა­კუ­თა­რი დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს ოჯახ­თან ერ­თად, ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვი და ფეხ­ბურ­თე­ლი რო­ნალ­დო. SUD Lisboa-ში მო­ა­წყო სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის პრე­ზენ­ტა­ცია ლე­გენ­და­რუ­ლი მხატ­ვრის პი­კა­სოს შვილ­თაშ­ვილ­მაც, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან სა­ლო­მეს ახლო მე­გო­ბა­რია.

„ეს არ არის უბ­რა­ლოდ ად­გი­ლი წვე­უ­ლე­ბის­თვის, ეს არის შეგ­რძნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­გო­ნე­ბე­ბად მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­ყვე­ბა“ - წერს მსოფ­ლიო პრე­სა SUD Lisboa-ზე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­ტუმ­რო­ე­ბის ბრენდ SANA Hotels-ის ამ უნი­კა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის მქო­ნე ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის უკან სა­ლო­მე გორ­გი­ლა­ძე და მისი გუნ­დი დგას. მისი მიდ­გო­მა და დე­ტა­ლებ­ზე ზრუნ­ვა ქმნის ამ შეგ­რძნე­ბებს და არა მხო­ლოდ ატ­მოს­ფე­როს. წვე­უ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ლო­მეს კონ­ცეფ­ცი­ის და პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა, ყვე­ლა­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია. ალ­ბათ ამი­ტო­მა­ცაა, რომ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც პორ­ტუ­გა­ლი­ას სტუმ­რობს, სწო­რედ სა­ლო­მეს გუნ­დის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ივენ­თებ­ზე ხვდე­ბა.

ვინ არის და სა­ი­დან და­ი­წყო სა­ლო­მე გორ­გი­ლა­ძემ?

სა­ლო­მე თბი­ლის­ში, დიპ­ლო­მა­ტი­ურ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ოც­ნე­ბობ­და, კა­რი­ე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ამ სურ­ვილ­მა კი, ის ჯერ ჟე­ნე­ვა­ში, ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტამ­დე მი­იყ­ვა­ნა, ხოლო შემ­დეგ მის­თვის გა­ე­როს და იუ­ნეს­კოს კარი გა­ი­ღო, სა­დაც სა­ლო­მემ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ლო­მე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უმ­სხვი­ლეს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდთან GEM - Global Emerging Markets-თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვილ­მა და სა­ჭი­რო­ე­ბამ სა­ლო­მე გორ­გი­ლა­ძე პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში მო­ახ­ვედ­რა, სა­დაც მან ბიზ­ნეს-ად­მინ­სტრი­რე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი პორ­ტუ­გა­ლი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, თუმ­ცა ამა­სო­ბა­ში პორ­ტუ­გა­ლია მის ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლი მას­შტა­ბით შე­მო­იჭ­რა.

პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ადაპ­ტა­ცია არ გას­ჭირ­ვე­ბია, მე­გობ­რულ და თბილ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებს შო­რის სა­ლო­მე თავს, რო­გორც სახ­ლში, ისე გრძნობ­და.

„ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ამ­დენ სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლას ვცხოვ­რობ­დი და თი­თო­ე­ულ­მა ამ ად­გილ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ჩემს გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, გვიყ­ვე­ბა სა­ლო­მე. „მე მიყ­ვარს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბა. ესაა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლებ­საც თავს ში­ნა­უ­რად აგ­რძნო­ბი­ნებს“, აღ­ნიშ­ნავს ის.

დახ­ვე­წი­ლი რეს­ტორ­ნე­ბი და სას­ტუმ­რო­ე­ბი, მას­პინ­ძლო­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი კონ­ცეფ­ცი­ე­ბი - ეს ისაა, რა­საც პორ­ტუ­გა­ლია სთა­ვა­ზობს ნე­ბის­მი­ერ ვი­ზი­ტორს და სა­ლო­მე­მაც სწო­რედ აქ, SUD Lisboa-ში იპო­ვა სა­კუ­თა­რი თავი, პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად აღაფრ­თო­ვა­ნებს მსოფ­ლი­ოს თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხის სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს.

„და სა­ლო­მემ კავ­კა­სი­უ­რი სა­გან­ძუ­რის სა­ოც­რე­ბა, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი სი­კაშ­კა­შით შეც­ვა­ლა“-წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სა სა­ლო­მე გორ­გი­ლა­ძე­ზე

SUD Lisboa - ად­გი­ლი, რო­მელ­ზეც მთე­ლი მსოფ­ლიო ლა­პა­რა­კობს

პორ­ტუ­გა­ლი­ის ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი, SUD Lisboa, SANA გრუ­პის კონ­ცეფ­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია, რომ­ლის know-how-ც SANA ჯგუფ­მა სას­ტუმ­როს ბიზ­ნეს­ში 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად შე­ი­მუ­შა­ვა.

SUD Lisboa-ს დახ­ვე­წი­ლი, ჰე­დო­ნის­ტუ­რი გა­რე­მო იზი­დავს მა­ღა­ლი წრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სე­ლებ­რი­თებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, ინფლუ­ენ­სე­რებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს.
იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93