მოდელი და ყოფილი "მის საქართველო 2012" თამთა შედანია ორსულადაა. თამთა სოციალურ ქსელში ორსულობის ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს რომ მოდელს უკვე დიდი მუცელი აქვს. უმშვენიერესი თამთა საოცარ ფორმაშია.
ახალ ფოტოებში შედანიას ზოლიანი, წითელი-თეთრში გაწყობილი საცურაო კოსტუმი აცვია. თამთას საცურაო კოსტუმთან ერთად რუჯიც ძალიან უხდება.
29 წლის მოდელი მალე მეორე შვილის დედა გახდება, თამთას რჩეული, ინტერიერის დიზაინერი, 34 წლის რატი რატიანია. რატიმ და თამთამ ოჯახის შექმნა სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს.
თამთას პირველი ქორწინებიდან 7 წლის გოგო ჰყავს. ულამაზესი მია ძალიან ჰგავს დედას და უკვე ფოტოსესიებშიც იღებს მონაწილეობას. თამთა ორსულობის გამო დროებით სამოდელო კარიერას მოწყდა და ახლა უკვე მეორედ ემზადება დედობისთვის.