ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს. კითხვები მოდელის პირადი ცხოვრების შესახებ მუდმივად ისმის, თუმცა ის ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს. როგორც გასულ წელს გახდა ცნობილი, თაკოს რჩეული ოთო ხუროძეა.
თაკო ნაცვლიშვილი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო საფრანგეთსა და იტალიაში არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა. მისი განსაკუთრებული გარეგნობა კი, როგორც თავად აღნიშნავს, უმეტესად, სწორი კვებისა და ვარჯიშის დამსახურებაა.
ამჯერად თაკო ნაცვლიშვილმა იმიჯი სრულიად შეიცვალა და განსხვავებული ფერისა და ფორმის პარიკი მოირგო. როგორც აღმოჩნდა, შავი მოკლე თმა და არასტანდარტული მაკიაჟი ახალგაზრდა მოდელს ძალიან მოუხდა. მის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებას მოჰყვა: „რა სილამაზეა“, „სასწაული და საოცრება“, „ერთადერთი და განუმეორებელი ხარ“ - წერენ კომენტარებში.