მშვენიერ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი იცნობს.
ლიკუნას სტილს უცხოურ საიტებზეც აქტიურად განიხილავენ და დადებითად აფასებენ. მოდელი მანიკიურის დიზაინსაც გემოვნებიანად არჩევს.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს უზიარებს როგორც საყვარელ ადამიანთან გადაღებულ ფოტოებს, ისე ფოტოებს, რომლებიც მის სტილს განსაკუთრებით უსვამს ხაზს. გულშემატკივრებს ლიკუნა ძალიან მოსწონთ და სიახლეებსაც მიესალმებიან.
ლიკუნა ხაჭაპურიძემ 2020 წელს რჩეულზე, სანდრო ჭანტურიაზე იქორწინა.
წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა და გერმანიაში წავიდნენ. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაბრუნდნენ და საქართველოში გააგრძელეს ცხოვრება.
ლიკუნას და სანდროს ცოტა ხნის წინ ქორწინების იუბილე ჰქონდათ. ისინი უკვე 1 წელია რაც ერთად არიან.
მისალოც ტექსტში მოდელი ამბობს: „ჩემო საუკეთესო მეგობარო და ყველაზე დიდო გულშემატკივარო, გილოცავ.
შენს ცოლად ყოფნა საუკეთესო რამ არის. შენ შეცვალე ჩემი სამყარო და ცხოვრება ლამაზია შენთან ერთად“..
გთავაზობთ ლიკუნა ხაჭაპურიძის ლუქებს, რომლებიც უცხოელი გამომწერებისგან განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს: