ლიკუნა ხაჭაპურიძეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც წარმატებული კარიერა აქვს და უკვე არაერთი ცნობილი ბრენდის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. ლიკუნას სოციალურ ქსელში 120 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და მისი არაორდინარული სტილი, ჩაცმულობა და ექსპერიმენტები ხშირად იმსახურებს კომპლიმენტებს.
ლიკუნა ხაჭაპურიძე გამომწერების მხრიდან ხშირად იღებს კითხვებს სილამაზისა და თავის მოვლის შესახებ. მოდელი კი გულშემატკივრებს ყოველთვის აძლევს სასარგებლო რჩევებს და საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს.
ამჯერად ლიკუნა ვაქცინაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მან „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთა:
„ძალიან ბევრი მეკითხებით და გეტყვით, გავიკეთე "ფაიზერი". ძალიან ვნერვიულობდი, სანამ ვაქცინას გავიკეთებდი, იმიტომ, რომ ვარ ძალიან ალერგიული, მაგრამ ტყუილად! გულწრფელად ვამბობ, არაფერი მიგრძვნია და მტკენია. ახლა ოდნავ სისუსტეს ვგრძნობ და მომენტებში თავი მტკივა, სხვა არაფერი მაწუხებს. სანდროც კარგად გრძნობს თავს“ - წერს მოდელი.