მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო კრეატიული პიროვნებაა. ის განსხვავებული სტილით გამოირჩევა.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და ცდილობს, გამომწერებს ახალი ფოტოები ხშირად შესთავაზოს.
ცოტა ხნის წინ მას ბათუმში ჰქონდა ფოტოსესია და სიმწვანეში გადაღებული ლამაზი ფოტოები შემოგვთავაზა. ასევე გამოაქვეყნა ცეცხლოვანი ფოტოები, სადაც დახვეწილ საცურაო კოსტიუმშია.
გამომწერები აღნიშნავენ, რომ მარიამი განსხვავებულად ლამაზია და უცხო გარეგნობა აქვს.
მარიამი ბოლო დროს მეუღლესთან და შვილთან - უსაყვარლეს ზუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უფრო ხშირად აქვეყნებს.
ცოლ-ქმარი ამჟამად უსაყვარლეს შვილთან ერთად კვარიათში ისვენებს.
მარიამი ახალ ტრენდებს არ ჩამორჩება, თუმცა თავისი, ინდივიდუალური ჩაცმის სტილი განასხვავებს, რაც მცირედ დეტალებშიც შეინიშნება.