ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იმსახურებდა მისი ურთიერთობა ფეხბურთელ ბესო ქარდავასთან, თუმცა ეს კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა და ისინი მალევე დაშორდნენ. ირინა ონაშვილი არაერთ ცნობილ მამაკაცთან დააწყვილეს, თუმცა მოდელმა პოლიტიკოს ლადო ვარძელაშვილზე იქორწინა და მათ ორი შვილი, საბა და დათუნა ჰყავთ.
ამჯერად ირინა ონაშვილი კახეთში სწორედ ოჯახთან ერთად ისვენებს და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებს. როგორც ყოველთვის, მისი ფოტოები გულშემატკივრებისგან უამრავ კომენტარს იმსახურებს: „მუდამ N1 მის საქართველო”, „მშვენიერება ხარ, ირი“, „საოცრად გამოიყურები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.