მოდელები

„რაც უნდა გასაკვირი იყოს, Body Shaming-ის მსხვერპლი ვარ... აღარ მიღირს 200-მდე ქასთინგზე სირბილი, თან, როცა ვიცი, რომ ისევ უარს მეტყვიან" - თაკო ნაცვლიშვილი

„რაც უნდა გასაკვირი იყოს,  Body Shaming-ის მსხვერპლი ვარ... აღარ მიღირს 200-მდე ქასთინგზე სირბილი, თან, როცა ვიცი, რომ ისევ უარს მეტყვიან" - თაკო ნაცვლიშვილი
ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს. კითხვები მოდელის პირადი ცხოვრების შესახებ მუდმივად ისმის, თუმცა ის ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს. როგორც გასულ წელს გახდა ცნობილი, თაკოს რჩეული ოთო ხუროძეა.



მიუხედავად იმისა, რომ თაკო ნაცვლიშვილს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, როგორც აღმოჩნდა, ის Body Shaming-ის მსხვერპლია და სხეულის ფორმების გამო სააგენტოები უარს ეუბნებიან. „რაც უნდა
გასაკვირი იყოს, Body Shaming-ის მსხვერპლი ვარ. 8 წელია, ვმუშაობ და აღარ მიღირს 200-მდე ქასთინგზე სირბილი, თან, როცა ვიცი, რომ ისევ უარს მეტყვიან. თუ რომელიმე ბრენდი დამიბარებს, აუცილებლად გამოვალ Runway-ზე, თან მოდის ტენდენციები ბრუნვადია და მოუნდებათ მალე ისევ ჩემი ტიპის მოდელები“ - წერს თაკო.



მოდელი გამომწერის კითხვასაც პასუხობს და მოდის ცვალებად ტენდენციებზე საუბრობს: „ტრენდულია უცხო ტიპაჟის, უცნაური გარეგნობის მოდელები. არ არის აუცილებელი, რომ სილამაზის სტანდარტებში ჯდებოდეს, პირიქით, ჩემი აზრით, მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ diversity (მრავალფეროვნება) გახდა ტრენდული, ყველა ტიპაჟი უნდა იყოს მისაღები. ჩვენებაზე ან ძალიან გამხდრებს, ან Plus Size მოდელებს ირჩევენ. ჩემი აზრით, მოდელები, რომლებსაც სხვა პარამეტრები აქვთ, არ უნდა შეზღუდონ. თუ მკერდი აქვს მოდელს, მაგის გამო ხსნიან ჩვენებიდან და ეს სწორი არ არის. ყველა სხეული განსხვავდება და ყველა მისაღები უნდა იყოს, თუ ბრენდი ამბობს, რომ მისთვის diversity მნიშვნელოვანია“ - განმარტავს თაკო ნაცვლიშვილი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93