მოდელები

"ვგიჟდები შენზე" - ლიკუნა ხაჭაპურიძის საშემოდგომო სტილი და ახალი ფოტოები გერმანიიდან

"ვგიჟდები შენზე" - ლიკუნა ხაჭაპურიძის საშემოდგომო სტილი და ახალი ფოტოები გერმანიიდან
ქართველი მოდელი და ინფლუენსერი ლიკუნა ხაჭაპურიძე გემოვნებიანი ჩაცმის სტილით გამოირჩევა. ლიკუნა ქართველმა საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ულამაზესი მოდელი "პოდიუმზე" გამოჩნდა და შემდეგ ცნობილი ქართველი ბრენდების სახეც გახდა.


უკვე ორი წელია ლიკუნამ ოჯახი შექმნა, მისი რჩეული სანდრო ჭანტურიაა, ლიკუნამ სოციალურ ქსელში გვარიც გადაიკეთა და ხაჭაპურიძის ნაცვლად ჭანტურია დაიწერა.

სანდრო და ლიკუნა დროებით ბერლინში ცხოვრობდნენ, შემდეგ საქართველოში დაბრუნდენენ და როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი ახლაც ხშირად სტუმრობს გერმანიას.


ლიკუნა "პოდიუმიდან" ჩამოვიდა და ფოტო
მოდელის სტატუსი მოირგო, უმშვენიერესი მოდელი საინტერესო გარეგნობისაა და ხშირად იცვლის ვარცხნილობას. მოდელს სხეულზე განსხვავებული და ფერადი სვირინგები აქვს და მისი გამომწერები ხშირად აღნიშნავენ რომ  საქართველოში ერთ-ერთი მოდელია, რომელსაც გამორჩეული და გემოვნებიანი ჩაცმის სტილი აქვს.


მართლაც, ლიკუნა აღნაგობიდან გამომოდინარე ნებისმიერ სამოსს იგებს, მის გარდერობში უმეტეს წილად ბრენდული სპორტული სამოსი ჭარბობს, თუმცა მოდელს კლასიკური სტილიც აცვია.


ლიკუნამ სოციალურ ქსელში საშემოდგომო სტილის რამდენიმე ვერსია უკვე გამოაქვეყნა. მოდელმა ამ სეზონზე ელასტიკი, საწვიმარი, მაღალ ყელიანი ფეხსაცლები და როლინგები მოირგო.


ლიკუნას სტილის მიხედვით, შეგიძლიათ, შემოდგომაზე ნაქსოვი ჯემპრები და ლოფერები შეარჩიოთ და სადა, ნეიტრალური ფერები ერთმანეთს შეუხამოთ. ჯერ კიდევ არის ბოტასებისა და მაღალი წინდების სეზონი, რომელსაც მოდელი საკმაოდ ხშირად ანიჭებს უპირატესობას.

ამ წლის ტრენდებში შედის ჟილეტი და კრემისფერი საწვიმარი, რომელიც ლიკუნამ ერთმანეთს გემოვნებიანად შეუხამა.


"ვგიჟდები შენზე" - უწერენ ლიკუნას ფოტოებზე.

მოდელი სტილზე და ჩაცმულობაზე კომპლიმენტებს ძალიან ხშირად იღებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93