მოდელები

„დედა 6 წელია, რაც ამერიკაშია... ყველაფერს, რაც მისგან უნდა მიმეღო, ჩემი დისგან ვიღებ“ - ვინ არის 16 წლის ქართველი მოდელი, რომელიც „Dolce & Gabbana“-ს ჩვენებაზე გამოვიდა

„დედა 6 წელია, რაც ამერიკაშია... ყველაფერს, რაც მისგან უნდა მიმეღო, ჩემი დისგან ვიღებ“ - ვინ არის 16 წლის ქართველი მოდელი, რომელიც „Dolce & Gabbana“-ს ჩვენებაზე გამოვიდა
16 წლის ქართველი მოდელის, ლიზა კობერიძის გამოჩენამ „Dolce & Gabbana”- ს ჩვენებაზე მსოფლიო აალაპარაკა: „როცა სტეფანომ და დომენიკომ დამინახეს, თქვეს „ბელისიმო“ - ისხენებს მოდელი.



ლიზა კობერიძემ გაიხსენა, როგორ გაიგო, რომ ის „Dolce & Gabbana“-ს ჩვენებაზე გამოვიდოდა: „საღამოს საათები იყო, როცა სააგენტოდან მომწერეს, რომ კარგი ამბები გვაქვსო, მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა. რომ ჩავფრინდი, ზუსტად 10 წუთი მქონდა მოსამზადებლად. ვნერვიულობდი, რომ კარგ ფორმაში არ ვიქნებოდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რამდენიმე დღეში გავიგე პასუხი, რომ დამადასტურეს ჩვენებაზე, ჩემს
ემოციებს საზღვრები არ ჰქონდა."

როგორც მოდელი იხსენებს, 12 წლის იყო, როცა სამოდელი სააგენტო „ნატალიში“ დამ ქუთაისიდან ჩამოიყვანა: „პირველი ადამიანი, რომელსაც ჩემს ამბებს შევატყობინებ, არის დედა. დედა არ იმყოფება საქართველოში უკვე 6 წელია. შორს რომ არის, უფრო სხვანაირად უყურებს ყველაფერს... დედა რომ წავიდა ამერიკაში, ის ჩემმა დამ ჩაანაცვლა“ - ამბობს ლიზა.



როგორც ლიზას უფროსი და, ანასტასია კობერიძე იხსენებს, მას დის წარმატებისთვის ბევრ რამეზე მოუწია უარის თქმა, მათ შორის, პირად ცხოვრებასა და საკუთარ კარიერაშიც, თუმცა ამას არ ნანობს: „ახლა იწყებს კარიერას და ჩემი გვერდით დგომით, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტს მიაღწევს“ - განმარტავს ის. წარმატებული დით ამაყობს ლიზას უმცროსი ძმაც: „მითხრეს, რომ შენი და ტელევიზორში ვნახეთო, როგორი იყო-მეთქი, მე ვკითხე და ყველამ თქვა, კარგიო“ - ამბობს ის.

ლიზა კობერიძე აპირებს, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიოს და მზადაა, ამისთვის ბევრი იშრომოს: „არ ვფიქრობ წარსულზე, ახლა იმაზე ვფიქრობ, რას ვიზამ მომავალში“ - ამბობს ის.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93