ნინი გოგიჩაიშვილი, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ის ჟურნალისტ ნათია ბანძელაძისა და ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას შვილია. ნინის თავადაც წარმატებული კარიერა აქვს და 2018 წელს „მის საქართველოს“ ტიტულიც დაიმსახურა. გარდა მოდელობისა, ის ტელეწამყვანის აპლუასაც ითავსებს და გატაცებულია კულინარიით.
განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს ნინი გოგიჩაიშვილის სტილი და სამოსი. ის კამერების წინ, უფრო ხშირად, კლასიკური სამოსითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩნდება. ნინის გარდერობი ზაფხულში შედარებით ფერადი და მრავალფეროვანი იყო, შემოდგომაზე კი მოდელი უპირატესობას ნეიტრალურ ფერებს ანიჭებს. მის საშემოდგომო „ლუქებში“ შავი და თეთრი ტონები ჭარბობს.
ინტერესის საგანია ულამაზესი მოდელის პირადი ცხოვრებაც. როგორც თავად ნინიმ სოციალურ ქსელში დაწერა, ის უკვე რამდენიმე წელია, რაც შეყვარებულია, თუმცა რჩეულის ვინაობას არ ამხელს. მიუხედავად ამისა, „ინსტაგრამზე“ მას ხშირად უძღვნის რომანტიკულ წერილებს და საკუთარ გრძნობებს საჯაროდ გამოხატავს. „კაცი, რომელიც ყოველ დღე ზღაპარს მიქმნის, მიყვარხარ სამუდამოდ“ - წერდა ნინი გოგიჩაიშვილი თაიგულის ფოტოზე, რომელიც მან საყვარელი მამაკაცისგან მიიღო.