ნუკა ყარალაშვილს არაერთი წელია, რაც საზოგადოება კარგად იცნობს, მან „მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქვეყანა „მის მსოფლიოზეც“ წარადგინა და ტოპ 30 გოგონას შორისაც მოხვდა. მოდელი მონაწილეობას იღებდა პოპულარულ შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“. ნუკა განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნუკა ყარალაშვილმა „ინსტაგრამზე“ დაბადების დღის წვეულების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მან იუბილე მეგობრების წრეში აღნიშნა და ულამაზესი ვინტაჟური სამოსი მოირგო. მისმა ფოტოებმა გულშემატკივრებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა: „საოცრად გამოიყურები“, „სილამაზე ხარ“, „მშვენიერი და საყვარელი გოგო“ - წერენ კომენტარებში.