თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა. წყვილს ორი შვილი, კატერინა და ბუბა ჰყავს, ხოლო მესამე შვილს იანვარში ელოდება.
კადრებმა ქეთის ჟღენტის საორსეულო ფოტოსესიიდან სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა: „უნაკლო გოგო“, „ულამაზესია ეს გოგო ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ესეთ ფორმაში“, „სასწაულია ეს გოგო, ულამაზესი, უჭკვიანესი და უსაყვარლესი”, „რანაირად შეიძლება იყოს ეს გოგო ნამდვილი ? ულამაზესზე კიდევ უფრო ულამაზესი ხარ, ქეთი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.