ყოველწლიური ბრიტანული დაჯილდოება Fashion Awards-ი, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ტრადიციულად, Royal Albert Hall-ში გაიმართა. მას უამრავი ცნობადი სახე დაესწრო და წითელ ხალიჩაზე სამსახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღნიშნულ დაჯილდოებაზე ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ გერმანელი დიზაინერის, ირის ვან ჰერპენის კაბა მოირგო, რომელიც ბოთლებისგან იყო შექმნილი. ის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და შთამბეჭდავ კაბად აღიარეს.
როგორც ცნობილია, ეკომეგობრული კაბის 72 პროცენტი მეორადი გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან იყო დამზადებული, რომლის შექმნასაც 750 საათზე მეტი დრო დასჭირდა.