პოპულარული გადაცემის „პრაიმშოუს“ ბოლო გადაცემის თემა სილამაზის სტანდარტები და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპები იყო, რის შესახებაც საკუთარი მოსაზრება მოდელმა თამუნა ქორქიამაც გამოთქვა. მან მაყურებელს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გაიხსენა პერიოდი, როცა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა: „ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, კი ლამაზია, მაგრამ… და ეს მაგრამ არასდროს მთავრდება. ძირითადად, ეს მესმის უფრო მეტად ქალებისგან. როცა მიჩვეულები არიან, რომ კარგად გამოიყურები, ჩემს თავზე გამოვცადე, როცა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ძალიან ვიცვლებოდი, სადღაც შევსულვარ და იწყებოდა ჩურჩული, ვაიმე, რა ცუდად გამოიყურება, რა შეშუპებულია… ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ამას ვერ გაექცევი, ისევე, როგორც სიბერეს… მთავარია ლამაზად დაბერება. ცოტა კი მეშინია სიბერის…“ - თქვა თამუნა ქორქიამ.