ნინი გოგიჩაიშვილი, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ის ჟურნალისტ ნათია ბანძელაძისა და ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას შვილია. ნინის თავადაც წარმატებული კარიერა აქვს და 2018 წელს „მის საქართველოს“ ტიტულიც დაიმსახურა. გარდა მოდელობისა, ის ტელეწამყვანის აპლუასაც ითავსებს და გატაცებულია კულინარიით.
როგოც ცნობილია, ნინი ამჟამად დუბაიში ცხოვრობს და მუშაობს. მას საკუთარი გადაცემა აქვს, რომელის პრემიერაც სულ ცოტა ხნის წინ შედგა. ნინი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს გადაღებებიდან და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „შენაზეა ნათქვამი, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო“, „საოცარი გოგო ხარ“, „ნინი, არაჩვეულებრივად გამოიყურები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.