მოდელები

შესაძლებელია თუ არა დედაზე ლამაზი იყო, მაშინ, როცა დედა თვით მონიკა ბელუჩია? - დევა კასელის ყველაზე გამორჩეული ფოტოები

შესაძლებელია თუ არა დედაზე ლამაზი იყო, მაშინ, როცა დედა თვით მონიკა ბელუჩია? - დევა კასელის ყველაზე გამორჩეული ფოტოები
უკვე ოცდაათ წელზე მეტია, მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალის ტიტულს ატარებს და ანჯელინა ჯოლის გარდა, დღემდე ვერც ერთმა ქალმა შეძლო მსგავსი ტიტულის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება. ახალ თაობაშიც კი მონიკა ბელუჩი გამოკითხვების სათავეშია. საიდუმლო მარტივია - აფროდიტეს სხეული, გამორჩეული შარმი და, რა თქმა უნდა, გენეტიკა. მონიკას მამა ირანელი იყო, დედა კი - იტალიელი მხატვარი.

მიუხედავად ამისა, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, რომელიც 2004 წლის 12 სექტემბერს რომში დაიბადა, ნამდვილად მზადაა
დედის წოდება მიიღოს.

მართლაც, მონიკას ქალიშვილის გარეგნობა შეიძლება რენესანსის ნახატების ქალთა სახეებს შევადაროთ. მუქი თმები, თოვლივით თეთრი კანი, პატარა, აწეული ცხვირი, სავსე ტუჩები და დაღლილი მზერა. ფრანგულმა ჟურნალმა Elle France-მა მას "იტალიური მოდის ახალი მუზა" უწოდა და გარეკანზე წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ფოტოს.

17 წლის დევა კასელის გამორჩეულ ფოტოებს გაჩვენებთ.



იხილეთ ფოტოები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93