ყველას, ვინც ამერიკაში ოკეანის გადაღმა, ზემო ნიუ-იორკის ყურეში ჩადის, ხვდება დიდებული ქალი, რომელიც ახალი სამყაროს ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. სინამდვილეში, თავისუფლების ქანდაკების სამშობლო საფრანგეთია. სხვათაშორის, თავისუფლების ქანდაკების შექმნაში ეიფელის კოშკის შემქმნელს, გუსტავ ეიფელსაც ჰქონდა ხელი.
ეს ქანდაკება იყო აშშ-ს საჩუქარი საფრანგეთისგან, 1876 წლის მსოფლიო გამოფენისთვის და ამერიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მოდელი ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე ლამაზი ქალი გახდა.
ქალი, რომელიც გახდა ამერიკის სიმბოლოს მოდელი, დაიბადა პარიზში, მისი მამა, საკონდიტრო მზარეული, აფრიკელი იყო, დედა კი ინგლისელი. გოგონას იზაბელა დაარქვეს. მისი მშობლების თქმით, ეს სახელი ლამაზი ბედის გასაღები უნდა ყოფილიყო. მალე გაირკვა, რომ ბუნებამ იზაბელას იშვიათი სილამაზე აჩუქა.
იზაბელა, სილამაზის გარდა, ჭკუითაც გამოირჩეოდა. მან ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გააცნობიერა, რომ მხოლოდ გავლენიანი სახელმწიფოების დედაქალაქებში შეეძლო მიეღწია იმისთვის, რაც სურდა.
მისი გარეგნული მონაცემების წყალობით, საკმაოდ მალევე გახდა მოდელი. 20 წლის ასაკში გოგონამ დაიწყო შეხვედრა ცნობილ მექალთანე ისააკ სინგერთან, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, 50 წლის იყო.
წყვილმა ერთმანეთი იზაბელას სამშობლოში, პარიზში გაიცნო, მაგრამ მათი ურთიერთობა ინგლისში ყოფნის დროს დასერიოზულდა. იმ დროისთვის მოდელს უკვე მილიონები ჰქონდა.
ისააკი, ბრწყინვალე გამომგონებლობის გარდა, ცნობილი იყო სიყვარულის უამრავი ისტორიით. იზაბელამდე მას უკვე ჰყავდა 4 ცოლი და 18 შვილი.
მაგრამ, იზაბელა და ისააკი 1863 წელს დაქორწინდნენ და ქორწინების 12 წლის განმავლობაში 6 შვილი შეეძინათ.
ისააკის გარდაცვალების შემდეგ, იზაბელამ მოახერხა და სასამართლოს გზით ქმრის მემკვიდრეობაზე უფლება მიიღო, რის სედეგადაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი გახდა.
2 წელზე ნაკლები დროის შემდეგ ქალი ხელახლა დაქორწინდა. მისი რჩეული იყო ცნობილი ჰოლანდიელი მევიოლინე ვიქტორ როიბშტეტი. მამაკაცი, გარდა მსოფლიო პოპულარობისა, გრაფი იყო, ამიტომ იზაბელამ გრაფინიას წოდება ქორწინების შემდეგ მიიღო.
40 წლისთვის ის ისევ ლამაზად გამოიყურებოდა და საერო სალონების ვარსკვლავი იყო. ერთ-ერთ სალონში იგი შეხვდა ცნობილ მოქანდაკე ოგიუსტ ბარტოლდის. მოქანდაკე მოიხიბლა იზაბელას სილამაზით, მასში დაინახა თავისუფლების გამოსახულება, რომელიც მოგვიანებით ცნობილ ქანდაკებად გადააკეთა.
ოგიუსტ ბარტოლდის გარდა, თავისუფლების ქანდაკების შექმნაში მრავალი ცნობილი ადამიანი იყო ჩართული. გუსტავ ეიფელი მონაწილეობას იღებდა სტრუქტურისთვის ლითონის ფიტინგების შემუშავებაში და გენერალმა შერმანმა პირადად შეარჩია ქანდაკების ადგილმდებარეობა.
შედეგად, ბედლოის კუნძულზე გამოჩნდა გიგანტური ქალი ჩირაღდნით, რომელიც სიმბოლოა თავისუფლებისა და იმ პრინციპების, რომლებითაც ამერიკელები ასე ამაყობენ. ამ ქანდაკებას, რომელსაც ჯერ კიდევ მის შექმნამდე ადარებდნენ როდოსის კოლოსს, უძველესი ქალღმერთის სახე აქვს. სიმბოლურია, რომ მისი მოდელი გახდა ქალი, რომლის ცხოვრებაც ამერიკულ ოცნებას ჰგავდა.
ერთი ვაჟის ორი დედა - როგორ ცხოვრობდნენ სიამის ტყუპები, რომლებსაც იმ დროში მონსტრებს უწოდებდნენ