74 წლის მოდელი, დიეტოლოგი და „ტესლას“ დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი, 2022 წლის სპორტული საცურაო კოსტიუმების ნომრის გარეკანზეა.
„ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ საბოლოოდ გადაწყვიტეს, მოხუც ქალსაც შეუძლია საცურაო კოსტიუმის ჩაცმა ისე, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გაზრდის მათ თავდაჯერებულობას“ - აღნიშნა მეიმ.
მასკს, რომელიც ცოტა ხნის წინ 2022 წლის „მეთ გალას“ მოდის საღამოსაც დაესწრო, დიდი გეგმები აქვს და გაჩერებას არ აპირებს. როგორც თავად ამბობს, მისთვის ასაკი პრობლემა არ არის და ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აბედნიერებს.
მეის, 50 წლის ილონის გარდა, 49 წლის კიმბალი და ქალიშვილი ტოსკა ჰყავს, რომელიც 47 წლისაა.
„დედაჩემი 74 წლისაა. მან მიიღო დოქტორის 2 ხარისხი სამეცნიერო კუთხით, მიიღო დიეტოლოგების ჯილდოები, მონაწილეობდა უამრავ მოდის საღამოში და ბიონსეს ვიდეოშიც კი გამოჩნდა.“ - დაწერა ტოსკამ.
მეი მასკმა სამოდელო საქმიანობა 15 წლის ასაკში დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა. მისი კარიერა 2010 წლიდან განვითარდა, როდესაც ნიო-იორკში ერთ-ერთი ჟურნალის გადაღებისთვის ყალბი საორსულო ქამრით გამოჩნდა.
მეი მონაწილეობას იღებდა „დოლჩე და გაბანას“ კამპანიებში. მისი სახელი „ვოგის“ და სხვა დიდი სამოდელო ჟურნალებისთვის საკმაოდ ნაცნობია.
ემბერ ჰერდს ილონ მასკისგან შვილის გაჩენა სურდა - რაზე უჩივლა მას ბიზნესმენმა?
როგორ გამოიყურება ილონ მასკის დედა: ქალბატონი უკვე 70 წლისაა, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას ჯობია