ქრისტი ბრინკლი 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, რომელმაც ცნობადობა სპორტთან დაკავშირებული ჟურნალების გარეკანებზე მოხვედრით მოიპოვა. მოდელი ამჟამად 68 წლისაა, თუმცა ისევე კარგად გამოიყურება, როგორც ათეულობით წლის წინ.
ორშაბათს მოდელმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ვარდისფერ კაბაში, სახლის წინ პოზირებს. შიშველი ფეხებითა და მხრებით ქრისტიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სილამაზეს ასაკი არ გააჩნია.