მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელს კარლი კლოსს ყველა იცნობს, მოდელი ჯოშუა კუშნერზეა დაქორწინებული, რომელთანაც 15 თვის შვილი ჰყავს.
ცოტახნის წინ კარლი და ჯოშუა ნიუ იორკის ქუჩებში გამოჩნდნენ. 29 წლის მოდელი მშობიარობის შემდეგ, როგორც ჩანს, უპირატესობას კომფორტულ სამოსს ანიჭებს, თეთრ ზედასა და ჯინსს მან უბრალო მაკიაჟი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
კარლის და ჯოშუას ფოტოები ინტერნეტში მალევე გავრცელდა და მოდელის გამომწერებს შორის უამრავი თბილი გამოხმაურება დაიმსახურა.