გოგონა შანხაის სანაპიროზე გაუჩინარდა, სადაც კამერები ყოველ მეტრს აკვირდებოდნენ, თუმცა ჩანაწერებზე უცნაური ვერაფერი აღმოაჩინეს.
მოდელი დარია ბულბას ისტორია ნამდვილი საიდუმლოა, რომელიც უკვე შვიდი წელია არ ამოხსნილა. 2016 წლის 6 აგვისტოს, დილით, იგი ფაქტობრივად გაუჩინარდა შანხაის შუა ქუჩაში.
ჩინეთის უშიშროების ძალებმა ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს და მშობლებს განუცხადეს, რომ დრო იყო გამოძიება შეეწყვიტათ.
დაშას დაბადება შავი ზღვის პირას მდებარე ლამაზ ქალაქში მის ოჯახში ნამდვილი მოვლენა იყო. მამა და დედა ყველაფერს აკეთებდნენ ქალიშვილისთვის. მხარს უჭერდნენ და უარს არაფერზე ეუბნებოდნენ. სტუდენტობისას დაშამ მოდელობა გადაწყვიტა და უამრავ ქვეყანაში მოასწრო მოგზაურობა, 2016 წლის აპრილში კი ჩინეთს ესტუმრა. დაშა მშობლებს ყოველდღე ურეკავდა, თუმცა 6 აგვისტოს მშობლებს მის ნაცვლად მისი ოთხი მეგობარი დაუკავშირდა, რომლებმაც თქვეს რომ დარია სახლში არ დაბრუნებულა.
დარიას მამა სასწრაფოდ შანხაიში გაფრინდა. კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა როგორ სეირნობდა უკრაინელი ქალი სანაპიროზე, შემდეგ შენობის კუთხეში შეუხვია და გაუჩინარდა.
სამართალდამცავები დაჟინებით ამტკიცებდნენ რომ დაშა დაიხრჩო, რადგან ის არაადეკვატურ მდგომარეობაში იყო. მათთვის აშკარა იყო, რომ თუ ადამიანი ქუჩაში ყურსასმენებით დადის და ცეკვავს, აუცილებლად არალეგალური ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
შემდეგ მშობლებმა ნათელმხილველ საონას მიმართეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოგონას გაუჩინარება მისი ახლო წრიდან რომელიმე ადამიანის ნამოქმედარი იყო, ხოლო მისი მკვლელები ქალი და მამაკაცი გახლდათ.
ნათელმხილველი ასევე ამბობდა რომ დარია ცოცხალი იყო და ჯერ კიდევ შანხაიში იმყოფებოდა, მაგრამ ის სახლში ვერ ბრუნდებოდა. საონამ ისიც თქვა, რომ დარიას საიდუმლო დამალული დიდხანს ვერ დარჩება და ოდესმე ყველა გაიგებს სიმართლეს.
ნათელმხიველი გალინკა იანკო ასევე ირწმუნებოდა რომ გოგონა არ მომკვდარა, ის ჰარემში ცხოვრობდა და რამდენიმე შვილიც ჰყავდა.
დარიას ადგილმდებარეობის დადგენა დღემდე ვერ ხერხდება, თუმცა მისი მშობლები შედარებით მშვიდად არიან რადგან სჯერათ, რომ მათი გოგონა ისლამურ ქვეყანაში ცხოვრობს და ბედნიერია.
"3 წლის ასაკში დაიწყო ორნიშნა ციფრების გონებაში გამრავლება, ხოლო 5 წლისას უკვე შეეძლო ალგებრული ამოცანების ამოხსნა" - მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი მოჭადრაკის უცნაური გაუჩინარების ამბავი
ნახეთ, ვინ იყო ამერიკის ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელის, რიჩარდ რამირესის მეუღლე, რომელზეც მკვლელმა ციხეში იქორწინა
„ფულს ბედნიერება არ მოაქვს“ - ბარბარა ჰატონს მილიონ დოლარიანმა მემკვიდრეობამ და შვიდმა ქმარმა ბედნიერება ვერ მოუტანა