დაუჯერებელია, მაგრამ ნაომი კემპბელი 53 წლისაა. ყოველდღიური მოვლის, ვარჯიშისა და დაბალანსებული კვების წყალობით 90-იანი წლების მთავარი ტოპ-მოდელი თავის ასაკთან შედარებით, 20 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება. დღეს მოგიყვებით, რა ეხმარება ნაომის კარგი ფორმის შენარჩუნებაში:
სუპერმოდელის დილა ერთი ჭიქა თბილი წყლითა და ლიმონით იწყება. სპეციალისტების თქმით, უზმოზე თბილი წყალი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და შლის ტოქსინებს. ასევე, მოდელი საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად პრობიოტიკებს იღებს.
ყავის ნაცვლად ნაომი ჩაის სვამს, უყვარს მცენარეული ან მწვანე ჩაი. მსუბუქი საუზმის შემდეგ მოდელი იოგას ან პილატესს აკეთებს: დილის ვარჯიშს კომბოსტოს, ჯანჯაფილის, ნიახურის, კიტრისა და მწვანე ვაშლის წვენით ასრულებს.
კითხვის გაგრძელება