ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპმოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს.
მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხნის წინ თაკომ ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ Body Shaming-ის მსხვერპლია: „მოდის ტენდენციები ბრუნვადია და მოუნდებათ მალე ისევ ჩემი ტიპის მოდელები“ - წერდა ის.
ამჯერად დიდ მოწონებას თაკო ნაცვლიშვილის ახალი ფოტოები იმსახურებს: „ნამდვილი ქართული სილამაზე“, „წარმოუდგენლად მშვენიერი“, „სრულყოფილი გოგო“ - წერენ ფოტოებზე.