მეი მასკს, რომელიც ცოტა ხნის წინ 2022 წლის „მეთ გალას“ მოდის საღამოსაც დაესწრო, დიდი გეგმები აქვს და გაჩერებას არ აპირებს. როგორც თავად ამბობს, მისთვის ასაკი პრობლემა არ არის და ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აბედნიერებს.
ამჯერად 74 წლის მეი არაბული „ვოგის“ გარეკანის გმირი გახდა. ახალ ფოტოებზე 74 წლის მეი ცნობილი გმირის „კრუელას“ იმიჯს ირგებს და უბრალოდ, შეუდარებელია.