მილანში Dolce & Gabbana -ს 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. პოდიუმზე მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 18 წლის ქალიშვილი, დევა კასელიც გამოჩნდა.
შავ მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი დევა განხილვის საგანი გახდა. მას დედას ადარებენ და წერენ, რომ მონიკას სილამაზე დაჩრდილა.
დევა კასელის სამოდელო კარიერა ადრეულ წლებში დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ მისმა ფოტომ Bilan Luxe-ის გარეკანზე გაიბრწყინა.