მოდელები

მატილდა გვარლიანი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეა - შთამბეჭდავი ფოტოები ბელვედერის სასახლიდან

მატილდა გვარლიანი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეა - შთამბეჭდავი ფოტოები ბელვედერის სასახლიდან
წარმატებული ახალგაზრდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი ნიდერლანდური Vogue-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზეა. ფოტოები Vogue-მა და თავად მატილდამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

"გუსტავ კლიმტსა და სხვა ხელოვანებს შორის მატილდამ დაგვანახა, რომ ადამიანის მეამბოხე სულიც ხელოვნებაა", - წერს გამოცემა ფოტოებზე, რომლებიც ბელვედერის სასახლეში, ვენაშია გადაღებული.



მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობდა მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში
მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა. მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა. სულ ცოტა ხნის წინ კი მოდის 4 დედაქალაქში ჩატარებულ ჩვენებებზე მატილდა გვარლიანი წამყვანი მოდის სახლების სამოსით ("დიორი", "შანელი", "კაროლინა ჰერერა") პირველად ვიხილეთ. ცოტა ხნის წინ გამოცემა Models.com-მა ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში მატილდა გვარლიანიც მოხვდა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93