მოდელები ექსკლუზიური ბიუსტჰალტერის დემონსტრირებას Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე მოაწყობენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
2001 წლიდან ყოველ ახალ ჩვენებაზე Victoria’s Secret ექსკლუზიური ბიუსტჰალტერების - Fantasy Bra ჩვენებას აწყობს.
ბიუსტალტერი ყოველთვის კეთილშობილი მეტალებისა და ძვირფასი თვლებისგანაა დამზადებული. წელს კომპანიამ მანდილოსნებს სიურპრიზს მოუწყობს და ერთდროულად ორი მოდელს - Dream Angels Fantasy Bra-ს წარმოადგენს.
თითოეული 2 მლნ დოლარი ღირს. ბიუსტჰალტერის დიზაინი საიუველირო სახლის Mouawad -ის დიზაინერმა პასკალ მუავადმა შექმნა. თითოეული მოდელის შექმნაზე 1380 საათი და 16 ათასი დეკორატიული ქვა დაიხარჯა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჩვენებაზე ექსკლუზიურ ბიუსტჰალტერებს Mouawad -ის "ხანდაზმული" მოდელები ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო წარადგენენ. მათ ანგელოზების წოდებები 2000 და 2004 წლებში მიიღეს. Fantasy Bra ადრიანამ ორჯერ 2008 და 2010 წლებში წარმოადგინა. ალესანდრამ კი მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს.
შეგახსენებთ, რომ Victoria’s Secret-ის ჩვენება 2 დეკემბერს ლონდონში გაიმართება.
იხილეთ ფოტოგალერეა