შები შიკი (Shabby shic) ინტერიერის ახალი სტილია, რომელმაც მთელ მსოფლიოში უამრავი მობინადრის გული მოიგო. რაშია მისი საიდუმლო?
ამბობენ, რომ ბებიის ტკბილ სახლს დამსგავსებული ინტერიერი სიმყუდროვისა და სიმშვიდის საოცარ განცდას იძლევა. შები შიკი ძველებური ნივთების მართლაც რომ ახალი სიცოცხლეა. სხვათა შორის, ამ სტილის შემქმნელის ვინაობა ცნობილია.
ის ინგლისელი დიზაინერი რეიჩელ ეშველი გახლავთ. მან გასული საუკუნის 80-იან წლებში საკუთარი ინტერიერის შექმნა გადაწყვიტა. გაავსო სახლი მეორადების ბაზრობაზე შეძენილი ავეჯით, "ბებიის" ტექსტილით და ანტიკვარული ნივთებით. სტილს სახელიც მიანიჭა და ძალიან მალე მიმდევრებიც გაიჩინა.
შები შიკის სტილის იდეალია ბებოს ძველი, მყუდრო სახლი. ეს ის სახლია, რომელსაც დიასახლისის ხელი მონდომებით რთავს, იყენებს ნაქარგებსა და ბალიშებს, ბაფთებსა და გახუნებულ ნივთებს. ტონები ნათელია, ყვავილების პრინტი - ნაზი. როგორც წესი, შები შიკი პასტელური ფერებით არის წარმოდგენილი - თეთრი, სპილოსძვლისფერი, კრემისფერი, ღია ცისფერი, ღია ყვითელი, ღია ნაცრისფერი... ეს ნაზი ფერთა გამა მთელ ინტერიერზე ვრცელდება. გაგრძელება