ბოლო წლების ტენდენციების მიხედვით, სახლში ავეჯის ფერი და დიზაინი მინიმუმამდეა შემცირებული.
წარსულს ჩაბარდა მისაღები ოთახისა თუ საძინებლის გიგანტური და მასიური ავეჯი და ისინი შესაბამისად, უფრო კომფორტულმა და სადა ავეჯმა ჩაანაცვლა, რომელიც მრავალფუნქციური დეტალებითა და სათავსოებითაა გამდიდრებული.
მაშ ასე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ბინა 2016 წელს, თუკი პრეტენზია გაქვთ, რომ სახლი გემოვნებით გაქვთ მოწყობილი? გთავაზობთ ქართველი და უცხოელი ექსპერტების რჩევებს. ქართულ ტენდენციებზე სასაუბროდ "ემბავუდ ჯორჯიის" წარმომადგენელს, დიზაინერ დიმიტრი გრაჩევს დავუკავშირდით.
ტენდენცია N1- ფუნქციონალური ავეჯი
უცხოელი სპეციალისტების რჩევა: თანამედროვე ინტერიერში ნაკლებად ფუნქციური ან ოჯახური რელიქვიები მეორეხარისხოვანი ხდება. ყველა ნივთი და მათ შორის, ავეჯიც, მხოლოდ და მხოლოდ იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მას ყოველდღიურად და აქტიურად იყენებდეთ. დეკორის ფუნქციას ამ შემთხვევაში თავად ავეჯი უნდა ასრულებდეს თავისი დახვეწილი ფერითა და ფორმით. შესაბამისად, სახლის მოწყობისას დამატებითი აქსესუარები საჭირო არ უნდა იყოს.
დიმიტრი გრაჩევი გვირჩევს: ეს ტენდენცია საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს დიდი სახლი და სივრცის შეგრძნება საერთოდ იკარგება. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ავეჯი მაქსიმალურად ფუნქციონალური უნდა იყოს. სხვათა შორის, "ემბავუდი" ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ავეჯის მხოლოდ ის ნაწილი იყიდოთ, რომელიც გჭირდებათ - მაგალითად, მხოლოდ 2 სავარძელი, კარადის რომელიმე სექცია... ასე ბევრად მარტივია, თქვენს ბინაში ავეჯით მაქსიმალური კომფორტი შექმნათ.
ტენდენცია N2 - მინიმალიზმი საძინებელში
უცხოელი სპეციალისტების რჩევა: თანამედროვე ადამიანებს დაჩქარებულ რეჟიმში ცხოვრება უწევთ, ამიტომ შინ მისულმა თავი ძალიან კომფორტულად უნდა იგრძნოს. ადამიანი ყველაზე უკეთ ისვენებს საძინებელში. ახალი ტენდენციებით, საძინებელი არ უნდა იყოს ავეჯით გადატვირთული. ეცადეთ შეინარჩუნოთ სივრცის შეგრძნება და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ავეჯის ფერს. მიუხედავად ყველაფრისა, სადა და ერთ ფერში გადაწყვეტილი ავეჯი, გარდა იმისა, რომ გამშვიდებთ, ამასთან, ძალიან მოდურია.
დიმიტრი გრაჩევი გვირჩევს: აბსოლუტურად ვეთანხმები აზრს, რომ საძინებელში მინიმალიზმია საჭირო, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი საძინებლები არცთუ ისე დიდი ზომისაა. ამიტომაც ჩვენი კომპანია აწარმოებს საწოლებს, რომლის სიგანე 1.60 სმ-ია. ასევე ძალიან მოთხოვნადია კუპე-კარადები, რომლის კარიც გორგოლაჭებით იღება. ეს კი თავისთავად სივრცის მოგების საშუალებას გაძლევთ. აღსანიშნავია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საძინებელში მატრასის ხარისხს. ამიტომ მისი ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ის იყოს ორთოპედიული ან ანატომიური (მატრასი, რომელიც ძილის დროს ადამიანის ფორმებს იმეორებს). არ გირჩევთ საძინებელში მკვერთი ფერების გამოყენებას. იქ სიმშვიდისთვის შედიხართ და ყველაფერი სადა უნდა იყოს. ახალი ტენდენციებით, ძალიან პოპულარულია თეთრი საძინებლის ავეჯი, რომელსაც თუ სწორად შეურჩევთ თეთრეულის ფერს, ძალიან ლამაზი იქნება.
ტენდენცია N3 - ფერადი ჭერი
უცხოელი სპეციალისტების რჩევა: რატომღაც დამკვიდრებული ტენდენციაა, რომ ჭერი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს. წელს ეს სტერეოტიპები ირღვევა და შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, რა ფერები თუ ნახატი დაამშვენებს თქვენს ჭერს. გარდა იმისა, რომ ეს მოდურია, ამასთან, მშვენიერია განსატვირთავადაც. მაგალითად, კომპიუტერზე მუშაობის დროს შეგიძლიათ დაისვენოთ და თვალები ზეცას მიაპყროთ.
დიმიტრი გრაჩევი გვირჩევს: მივესალმები ამ ნოვაციასაც, მაგრამ რადგან ქართველები კონსერვატორები ვართ, შეიძლება ერთბაშად გაგიჭირდეთ ჭერზე ღრუბლების ფონის ან რომელიმე ქალაქის ხედის გამოსახვა. თუ მაინც მზად ხართ, ფეხი აუწყოთ თანამედროვე ტენდენციებს, გირჩევთ ჭერის გასაფორმებლად ფერადი განათება გამოიყენოთ. ეს არც დამღლელია და არც მოსაბეზრებელი, რადგან განწყობის მიხედვით შეგიძლიათ ცვალოთ. თუ მაინცდამაინც კონტრასტი გსურთ, აქსესუარებითაა შესაძლებელი ამის მიღწევა.
ტენდენცია N4 - "ნაცრისფერის 50 ელფერი"
უცხოელი სპეციალისტების რჩევა: უახლესი ტენდენციების მიხედვით, ინტერიერის დიზაინში ნაცრისფერი და მისი "50 ელფერი" ჭარბობს. თბილი, მკვეთრი, კონტრასტული, ღია, მუქი... შეგიძლიათ ნებისმიერი ამ ფერის ავეჯით გააფორმოთ სახლი. მთავარია, მასში ნაცრისფერი იყოს.
დიმიტრი გრაჩევი გვირჩევს: ძალიან მომწონს ეს ფერი, თუმცა მისი დიდი რაოდენობით გამოყენება დიზაინში იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ დიდი ბინა გაქვთ - დიდი ფანჯრებით. პატარა ფართს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში უფრო ხის ფაქტურებია გამართლებული. ნაცრისფერი ამ შემთხვევაში დეტალებსა და აქსესუარებში შეგიძლიათ გამოიყენოთ - ძალიან ლამაზია და ამავდროულად, მოდურიც.
ტენდენცია N5 - გეომეტრიული ფიგურები
უცხოელი სპეციალისტების რჩევა: გეომეტრიული ფიგურები ერთ-ერთი მთავარი დეტალია. გრაფიკული ფიგურები მთავარ ადგილს იკავებს მოდურ ინტერიერში. პრიზმები, ტრაპეციები და კუთხეები ერთიანობაში ძალიან ლამაზი და მოდურია. გეომეტრიული ფიგურები შეიძლება გამოიყენოთ როგორც საძინებლისა და მისაღები ავეჯის დიზაინში, ისე დეტალებში.
დიმიტრი გრაჩევი გვირჩევს: გეომეტრიული სიმეტრია მართლაც ორიგინალური და ლამაზია. ჩვენ სწორედ ასეთ ავეჯს ვაწარმოებთ, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, ზოგიერთ ავეჯს მომრგვალებულ ფორმებს ვუკეთებთ - ეს შეეეხება ბავშვის ოთახის მოწობილობებსა და სავარძლების სახელურებს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მომხმარებლის ინტერესი ხდება.
მოკლედ, თუ უახლოეს მომავალში ავეჯის ყიდვას აპირებთ, გადახედეთ ჩვენს რჩევებს, სწორად განსაზღვრეთ თქვენი ბინის პარამეტრები და ისე იმოქმედეთ. წარმატებულ შენაძენს გისურვებთ.