თამარ გვერდწითელი წლებია, რუსეთში ცხოვრობს. 2000 წელს შეიძინა ბინა მოსკოვის ცენტრში, სადაც ძირითად დროს დედასთან ერთად ატარებს, მისი ვაჟი კი, სანდრო კახაბრიშვილი, ჯერ ამერიკაში იყო წასული სასწავლებლად, ამჟამად კი ინგლისში სწავლობს.
მესამე მეუღლეს ჯერ კიდევ 2005 წელს გაშორდა და მას მერე ოფიციალურად აღარ დაქორწინებულა.
ასე რომ, სახლში ძირითადად ის და დედა არიან, ინა კოფმანი, რუსული ენის მასწავლებელი, რომელიც წლების წინ თბილისის მაშინდელ პიონერთა სასახლეში მუშაობდა, თუმცა მას მერე, რაც თამრიკოს კარიერა საზღვარგარეთ გაგრძელდა, შვილს გაჰყვა და მის გვერდით იდგა სულ. გაგრძელება