ლეონარდო დიკაპრიო ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, არაერთხელ დასახელებულა ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად. წარმატებულ მამაკაცს 21-ე ადგილი აქვს 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავს შორის; ასევე, ლიდერთა შორის არის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი.
ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მილიონერია და ასევე მილიონიანი სასახლეები აქვს.
ლეოს ქონება არც ისე მწირია - მოიცავს კუნძულ ბლეკადორს ბელიზთან ახლოს, სადაც ეკოლოგიური კურორტის გახსნა სურს; კერძო თვითმფრინავს, მანქანების შთამბეჭდავ ფარეხს, იახტას და რასაკვირველია, სახლებს. წლების განმავლობაში არაერთხელ იყიდა და გაყიდა სახლი.
ამჟამად ლოს-ანჯელესში აქვს სასახლე და ბინა აქვს ცათამბჯენში, მანჰეტენზე; ასევე, აქვს სახლი მალიბუში. ამ ფოტოებზე მისი სახლების საოცარი ინტერიერია აღბეჭდილი. როგორც მათზე ჩანს, ლეოს უყვარს თანამედროვე სტილი და თამამად ანდობს დიზაინერებს თავის სახლებს, რომ ექსპერიმენტები ჩაატარონ. იხილეთ ფოტოგალერეა