იმისათვის, რომ ბინაში ინტერიერი შეცვალოთ, არ არის აუცილებელი, გადააადგილოთ ავეჯი ან ხელახლა გააკრათ შპალერი. საკმარისია, რამდენიმე მარტივი და საინტერესო დეტალი შეიტანოთ.
როგორ შევცვალოთ ინტერიერი საკუთარი ხელით
1. ფერადი ფეხები
განაახლეთ მობეზრებული სავარძელი ლამაზი ფერების მეშვეობით. წაუსვით საღებავი ხის ფეხებს. შეგიძლიათ რემონტის შემდეგ დარჩენილი საღებავი გამოიყენოთ.{{ArticleSplitCont}}
2. ღია თაროები
ჩვეულებრივი გლობუსებიც კი ეფექტურ კოლექციად იქცევა, თუ ერთად დადგამთ. სათამაშოები, წიგნები და პატარა წვრილმანები კი გაახალისებს მოსაწყენ თაროებს. თუ თაროებს შორის სივრცეს დატოვებთ, შეგიძლიათ სიმპათიური კალათებით ან სხვა დეკორით მორთოთ.{{ArticleSplitCont}}
3. ფერადი აქცენტი
შეღებეთ თაროების შიდა კედლები სასიამოვნო ფერებში. სცადეთ ლიმონისფერი ან ფირუზისფერი. ეს ფერები ძალიან აქტუალურია ამჟამად.{{ArticleSplitCont}}
4. მეორე სიცოცხლე
გააკეთეთ ჟურნალის მაგიდის ქვედა თარო ძველი ხის დაფებისგან. შეინარჩუნეთ ორიგინალური დეტალები და სიძველის ეფექტი შესძინეთ.{{ArticleSplitCont}}
5. ჩარჩო პოსტერისთვის
წებოს გამოყენებით, პოსტერის კიდეებზე ხის ჩარჩო დააკარით და უხეში თოკით კედელზე დაკიდეთ. გიტარების კოლექციაც შეიძლება დეკორის ელემენტად იქცეს, თუ მათ სპეციალური სამაგრით კედელზე მიამაგრებთ. იატაკზე კი მოსახერხებელი კალათები დაგეხმარებათ რამდენიმე წუთში დაამყაროთ ოთახში წესრიგი.