ცნობილი იტალიელი კუტურიეს მსოფლიოში პირველი მოდის ვირტუალური 3D-მუზეუმის პრეზენტაცია, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.
ვიტუალური მუზეუმი PK და MAS კომპიუტერებისთვის უფასოდ ჩასატვირთი დამატება გახლავთ. მუეზუმში ექსპოზიციებად წარმოდგენილია ვალენტინოს 300 კაბის მოდელი თავის აღწერილობებით. რეალობაში ამისათვის 930 კვადრატული მეტრის შენობა იქნებოდა საჭირო.
ახლა კი მომხმარებელს შეეძლება კურსორის მეშვეობით იმოგზაუროს მუზეუმის სხვადასხვა დარბაზში. დააკლიკოს სასურველ კაბაზე და შეიტყოს მასზე დაწვრილებითი ინფორმაცია - მისი შემქნის ისტორია, პირველადი ესკიზები, სარეკლამო რგოლები და სხვა საარქივო მასალები. ასევე ვიდეორგოლები - თვით ვალენტინოს მასტერ-კლასები და მისი ცნობილი კოლექციების ჩვენებები.
ბოლო დროს მოდის სახლები აქტიურად ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ საკუთარი შემოქმედება წარმოაჩინონ. ასე მაგალითად, ოქტომბერში ბრიტანულმა მოდის სახლმაFCUK (French Connection UK) youtube-ზე საკუთარი ვიდეობუტიკი "გახსნა".
წინასადღესასწაულოდ კი Ralph Lauren-ის მოდის სახლმა თავისი ონლაინ-კატალოგის სტილში ანიმაციური მისალოცი ბარათები გააკეთა. მომხმარებელს შეუძლია 45 სიმბოლოს საშუალებით შემქნას წერილის ტექსტი. აღსანიშნავია, რომ თითოეული სიმბოლო Ralph laurenis Rugby ბრენდის სამოსში გამოწყობილი მოდელია.
თითოეული სამოსის ფასი და სახელწოდება კი მისალოცი ბარათის ქვეშ არის მოთავსებული და მათი შეძენა მომხმარებელს ონლაინ-მაღაზაიში სულ რაღაც ორჯერ დაკლიკებით შეუძლია.
იხილეთ ფოტოგალერეა