როგორ დავკიდოთ ლამაზად ტიული: ორიგინალური იდეები, რომლებიც ინტერიერს გაგილამაზებთ

როგორ დავკიდოთ ლამაზად ტიული: ორიგინალური იდეები, რომლებიც ინტერიერს გაგილამაზებთ
მრავალი წლის წინ საფრანგეთის პატარა ქალაქ ტიულში მკერავმა უნიკალური ქსოვილი შექმნა, რომელსაც სახელი ქალაქის პატივსაცემად დაარქვა. ჰაეროვანი ტიულის გარეშე სახლის კეთილმოწყობა დღესაც წარმოუდგენელია.

ტიული ინტერიერში

ნატურალური ტიული მრავალი წელი გაგიძლებთ. თუმცა, მზეზე შეიცვლის ფერს და ადვილად დაჭმუჭნება. ამიტომ უპირატესობა ხელოვნურბოჭკოვანშერეულს მიანიჭეთ. რეცხვისას ფორმას არ დაკარგავს.

მთავარია, ტიულმა ჰაერი კარგად გაატაროს. ბადე ქსოვილი ჰაერს ატარებს, მაგრამ მტვერს აგროვებს; ორგანზა ჰაერს ცუდად ატარებს, მაგრამ მასზე მტვერი არ გროვდება.

როგორ უნდა ჩამოკიდოთ ტიული?

1. ნუ გგონიათ, რომ თუ პატარა
ფანჯარა გაქვთ, ვიწრო ფარდა უნდა დაკიდოთ. პირიქით, პატარა ფანჯარას ნაოჭიანი ორფერიანი ფარდები გაამდიდრებს.


2.
თუ კედლები საწყლად გამოიყურება, მაგრამ რემონტის გაკეთებას ჯერ არ აპირებთ, სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ტიული გამოიყენეთ, კედლებსა და ფანჯრებზე ჩამოაფარეთ - ორიგინალურია.


3
. აგრეთვე შეიძლიათ, ტიულის ზოლები კედელზე მიაკრათ. ძალიან ლამაზია.


4.
თუ ერთ კედელზე ორი ფანჯარა გაქვთ, თითოეულისთვის სხვადასხვა ფარდას ნუ დაკიდებთ. ეს გაგიუფასურებთ ინტერიერს. ერთიანი, მთლიანი ტიული ჩამოკიდეთ ორივე ფანჯარაზე და მათ შუაში არსებულ კედლეზეც.



5.
თუ იმ ბედნიერ ადამიანებს მიეკუთვნებით, ვისაც მთელ კედელზე ფანჯრები გაქვთ, თითოეულზე ტიულის ცალკეული ზოლი ჩამოკიდეთ. ასე მეტ ორიგინალურობას შემატებთ ოთახს.



6.
მოსაწყენ ინტერიერს სხვადასხვა პრინტიანი ტიულით გამოაცოცხლებთ.



7.
თუ ფანჯრებზე ჟალუზი გაქვთ ჩამოფარებული, ტიულის ფარდა კიდევ უფრო დახვეწავს თქვენს ინტერიერს.


8.
ტიულის მოკლე ფარდა გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ არ გსურთ ფანჯარამ მიიქციოს ყურადღება.


9.
თუ ტიულის რამდენიმე ფენას გამოიყენებთ, ფანჯარას ჰაეროვნებას შემატებთ, სიმძიმესგან დაიცავთ.



10.
ტიულის საშუალებით ოთახი შეგიძლიათ დაჰყოთ ზონებად. აღმაფრთოვანებლად გამოიყურება.



11.
მაქმანიანი ტიული ზღაპრულად გამოიყურება.


12.
ბალდახინიანი საწოლი დედოფლებისთვისაა განკუთვნილი.


13.
ტიული შეგიძლიათ სააბაზანო მორთოთ. ლამაზად გამოიყურება.

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მორთოთ ტიულით ინტერიერი. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93