კოსმეტიკის მწარმოებელი გიგანტური ბრენდი L’oreal-ი, მორიგ არასასიამოვნო ისტორიაში გაეხვა.
აკრძალვის ნიშანი სწორედ ამ ბრენდის მორიგ სარეკლამო კლიპს შეეხო, რომელშიც მსახიობი რეიჩელ ვაიზი მონაწილეობდა. სკანდალის მიზეზი პროგრამა "ფოტოშოპში" მსახიობის ზედმეტად გალამაზება გახდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რეკლამა სადაც რეიჩელი ნაოჭების საწინააღმდეგო ახალ საშუალებას უწევდა რეკლამირებას, აიკრძალა.
"ჩვენ აქტიურად ვაფრთხილებთ კოსმეტიკურ ფირმებს, რომ კომპიუტერის ასეთი დოზით გამოყენება, აკრძალულია. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რეიჩელ ვაიზი არაჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ბრენდის პოტენციური მყიდველები შეცდომაში შედიან",- განაცხადა ბრიტანეთის რეკლამის კომიტეტის წარმომადგენელმა.