ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ავეჯს ანიჭებთ უპირატესობას – ძველებურს, ულტრათანამედროვეს თუ იმას, რაც ხელში მოგხვდათ და დაუფიქრებლად შეიძინეთ. მთავარი სწორი განლაგება და კომფორტია. თუმცა
ინდივიდუალური შტრიხების გამოსაკვეთად, ფულისა და სხვა რესურსების დასაზოგად უამრავი ადამიანი საცხოვრებელ გარემოს ხელნაკეთი ნივთებით ალამაზებს. ეს, ერთი მხრივ, დიდი არჩევანის შესაძლებლობას ანიჭებს სახლის პატრონს, მეორე მხრივ, არსებული რესურსების უკეთ ათვისებასა და ორიგინალურობაში ეხმარება. ბევრს არ მოსწონს, როდესაც საყვარელ ნივთს სხვის სახლშიც აღმოაჩენს. ყველაფრის ხელით აწყობა კი ამის შანსს აბსოლუტურად გამორიცხავს.
პატარა დეტალებით შთამბეჭდავი კომპოზიციების შექმნა საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. შეგიძლიათ გააკეთოთ ახალი ჩარჩოები ძველი ფოტოებისთვის, სპეციალური სათავსოები ან ჩამოკიდოთ ლამაზი სიზმართმჭერი – ეს ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული. ყველაზე მცირე ელემენტიც კი ინდივიდუალურ შტრიხს შესძენს თქვენს სახლს და შესაძლოა, სხვებისთვის ინსპირაციის წყაროდაც იქცეს. სახლი იქცევა ადგილად, რომელიც კონკრეტულ ხასიათს შეიძენს იმის მიხედვით, თუ როგორ ნივთებს ანიჭებთ უპირატესობას, შეინახავს თქვენს მოგონებებსა და ემოციებს.
სახლის გამრავალფეროვნების პროცესში, ინდივიდუალური მიდგომის გარდა, შეიძლება სასიამოვნო კოლაბორაციების მოწყობა ოჯახის წევრებთან ერთადაც. შეგიძლიათ შვილებთან ერთად შექმნათ ორიგინალური სანათები, პატარა ყუთები ბიჟუტერიისთვის ან რბილი სათამაშოები, რომლებსაც ოთახებში დაკიდებთ ან შეინახავთ. ეს საქმიანობა თქვენი პატარების უკეთ გაცნობაშიც დაგეხმარებათ, მათთან გატარებული დრო შექმნილ ნივთებთან ერთად ფასდაუდებელ მოგონებებად იქცევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელსაქმეში ნებისმიერი წვრილმანის გამოყენებაც შეგიძლიათ. მათი შეძენა და დამატებითი ინფორმაციის შეგროვება კი შესაძლებელია ”ბიბლუსი გალერეაში“. მაღაზიაში კრაფტის სივრცე მრავალფეროვანი ნივთების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა და ნებისმერი სახლისთვის მოიძებნება სასურველი ატრიბუტი. ამავდროულად, კრაფტის სპეციალისტები ადგილზევე დაგეხმარებიან ხელნაკეთი ნივთის შექმნაში და მოგცემენ კვალიფიციურ რჩევებს მასალის არჩევისას.