პატრიკ დემარშელიე - ჯადოქარი ფოტოგრაფიაში

პატრიკ დემარშელიე - ჯადოქარი ფოტოგრაფიაში
როდესაც პატრიკ დემარშელიეზე საუბარს ვიწყებთ, აუცილებელია ვთქვათ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფოტოგრაფთან წლების მანძილზე ასისტენტად მუშაობდა.
სწორედ ამ ნაბიჯებმა შესძინა მას სამომავლოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა.
ერთ-ერთი ნომერ პირველი „PORTRAIT“ და “FASHION” ფოტოგრაფი - სწორედ ასე ახასიათებენ მას.
მისი პირველი ნამუშევრები ისეთ გამოცემაში დაიბეჭდა, როგორიცაა „ELLE”.

კარიერის მწვერვალზე მყოფი დემარშელიე თანამშრომლობდა: “დიორთან”, „არმანისთან“, „ვერსაჩესთან“, „შანელთან“, ნიკოლ კიდმანთან, „ლუის ვიტონთან“, მადონასთან, ლეონარდო დიკაპრიოსთან და სხვა არაერთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ვარსკვლავთან.

1995 წელს ჯენეტ ჯექსონსაც
მოუწყო ფოტოსესია.
რა თქმა უნდა, მისი ფოტოები სხვადასხვა გალერეაშიცაა. მაგ: ნიუ-იორკში, “STALEY WICE” გალერეაში.
წლების მანძილზე არაერთ მოდელთან უთანამშრომლია. ერთ-ერთი მათგანი საყოველთაოდ ცნობილი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენია.
პატრიკმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟიზელი 16 წლის იყო, როცა მის ობიექტივში პირველად მოხვდა.
ეს გადაღება harper's bazaar-ისთვის იყო დაგეგმილი.

ფოტოგრაფი იხსენებს, რომ გადაღებისას თინეიჯერ ჟიზელ ბიუნდჰენს, როგორც მომავალ მოდელს, ეჭვის თვალით უყურებდნენ.
ამბობდნენ, რომ გოგონას დიდი ცხვირი ჰქონდა და სულაც არ იყო კარგი შესახედაობის. როდესაც პატრიკ დე მარშელიემ ამ ყველაფერს მოუსმინა, იქ მყოფებს თამამად განუცხადა: „მე ჟიზელი ძალიან მომწონს. იმიტომ, რომ მან უკვე იცის, რას აკეთებს და რაც მთავარია, სულ იღიმის და ყოველთვის ბედნიერია. გარდა ამისა, ის ჭკვიანიცაა", - დააყოლა მან.

ბევრი ამბობდა, ჟიზელი არ არის ღირსი, ასეთი პატივი ერგოსო, მაგრამ ამის მიუხედავად, პატრიკმა გადაწყვიტა, ჟიზელისთვის 20-გვერდიანი „ედითორიალი“ გაეკეთებინა.

რაც იმით ახსნა, რომ გადაღების დაწყებიდანვე გაიაზრა - ჟიზელი გამორჩეული გოგონა იყო.
როდესაც საქმე „ედითორიალებს“ ეხება, ერთ კონკრეტულ სახეს დაახლოებით 8 გვერდი ეთმობა.
თუ მოდელს 8 გვერდი დაუთმეს, ეს უკვე კარგ შედეგად ითვლება. ამრიგად, ჟიზელს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუმართლა.
1992 წლიდან პატრიკ დე მარშელიე harper's bazaar-ის წამყვანი ფოტოგრაფია. ამასთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს „VOGUE“-თან.
რაც შეეხება მის ხედვას, ის საკმაოდ გამორჩეულ და საინტერესო ფოტოებს ქმნის.


ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ანჯელინა ჯოლის ფოტოსესიაა. პატრიკმა ჯოლი წარმოაჩინა, როგორც იდუმალი ქალი, რომელსაც განმგმირავი მზერა და მანერები აქვს.
თავის დროზე პატრიკ დემარშელიეს ობიექტივში უმშვენიერესი პრინცესა დაიანაც მოხვდა.
როდესაც მის ნამუშევრებს ნახავთ, მიხვდებით, რომ ძალიან უყვარს „შავ-თეთრი“ ფოტოგრაფია.

პატრიკი ნამდვილი ჯადოქარია, რადგან შეუძლია მოდელი და ცხოველი ერთად გადაიღოს და ეს ყველას ძალიან მოსწონდეს.
მისი მზერის მიღმა მხოლოდ განსწავლული ფოტოგრაფი კი არა, ობიექტური, საინტერესო და ამოუცნობი ადამიანი იმალება.

ნათია ხუნაშვილი



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93