თბილისელი ელიტური ქალბატონი მანო გაბურის ბინის ინტერიერმა და შესანიშნავმა ტერასამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო. მანო ვაკეში, რამიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისთვის სახლი სიმყუდროვესთან, სიმშვიდესა და ჰარმონიასთან ასოცირდება. 16 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრებაზე, მშობლიურ ქალაქსა და ალიონზე ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენაზე ოცნებობდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი ზაქარიაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. სწორედ ამის შემდეგ შეიძინა ბინა რამიშვილის ქუჩაზე, რომელიც საკუთარი გემოვნებითა და დიზაინით მოაწყო. სადა, დახვეწილი და მყუდრო ბინა, სადაც დღეს ის შვილებთან ერთად ცხოვრობს, მისთვის იმაზე მეტია, ვიდრე ოცნების სახლი. ახალ სახლთან ერთად ახალი საქმიანობაც წამოიწყო და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილთან ერთად ფეხსაცმელების დიზაინზე მუშაობს.
- ჩემს სახლს ბუდეს ვეძახი. მგონია, რომ ბუდე უფრო კარგად გამოხატავს იმ აურას, რაც მხოლოდ აქაა. ჩემი შვილები დიდები არიან და ალბათ, ამიტომ ჩემს სახლში სულ სიმშვიდეა, არავინ ყვირის, არავინ ხმაურობს და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. არ შემიძლია და ვერც დიდხანს ვჩერდები ხმაურში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა ქმნის ამ ხმაურს. სიმყუდროვეს სიმშვიდე და იდეალური წესრიგი მანიჭებს. ვერასოდეს დავისვენებ, თუ ყველა ნივთი თავის ადგილას არ დევს.
16 წელი უცხო ქვეყანაში ვცხოვრობდი და იქ ყოფნის დროს ვოცნებობდი, თბილისურ ალიონს, ჩიტების ჭიკჭიკს ფინჯანი ყავით შევხვედროდი და მეფიქრა ყველაფერ პოზიტიურზე... აი, ეს არის ჩემთვის მყუდრო სახლი, სადაც მშვიდად ხარ, ივსები, ისვენებ და ფიქრობ! საითაც მიგეჩქარება და საიდან გასვლაც დიდი ხნით არასოდეს გინდა.
- აღნიშნეთ, რომ გარკვეული პერიოდი უცხო ქვეყანაში ცხოვრობდით. ცხოვრების მანძილზე რამდენი სახლი გამოიცვალეთ?
- იმაზე მეტი სახლი გამოვიცვალე, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ მათ შორის ორთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს. გაგრძელება + ფოტოები