გაზაფხული ცვლილებების, სიახლებიის დროა.
წელიწადის ამ დროს ზამთრის სიცივეში შეყუჟულები ფართოდ ვაღებთ ფანჯრებს და ცხოვრებას ახალი ენთუზიაზმითა და ხალისით ვიწყებთ. განწყობის ამაღლების მთავარი წყარო ის გარემოა, სადაც ვცხოვრობთ, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენს სახლსაც სჭირდება ზრუნვა, შეცვლა და წვრილმანების განახლება. მართალია, ხშირად ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვიტყვით. არის იაფიანი საშუალებები, რომლებიც თქვენს სახლში საგაზაფხულო განწყობას შექმნის.
ორიგინალურობა, დახვეწილობა, ელეგანტურობა და ასე შემდეგ... დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს იმაზე საუბარი, თუ რა შეუძლია ფარდებს. ის მთლიანად ცვლის სახლის ატმოსფეროს. მას შეუძლია თქვენი გარემო გახადოს ბევრად უფრო ინტიმური, ვიდრე ახლაა, ბევრად უფრო მყუდრო ვიდრე წარმოგიდგენიათ და იმაზე გაცილებით უკეთესი განწყობა შეგიქმნათ, ვიდრე ეს მდიდრული სასტუმროს ნომერს შეუძლია.
ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები თქვენს სახლს დახვეწილ, მოდურ იერს შესძენს.
შეიძლება იფიქროთ, რომ ინტერიერის გასალამაზებლად თანამედროვე სამყაროში ნახატებზე უკეთესი რამეებიც არსებობს, მაგრამ ასე არაა. გარდა იმისა, რომ ყველა ნახატს აქვს რაღაც ამბავი, რომელსაც ის თქვენს სტუმრებს აუცილებლად „უამბობს“ და ამით განწყობას აუმაღლებს, ის მეტყველებს სახლის მფლობელის ვინაობაზეც ქმნის წარმოდგენას მისი ინტერესებისა თუ ღირებულებების შესახებ. მსოფლიოს არაერთი გამოჩენილი ადამიანის სახლი მონეს ნახატების ასლებითაა დამშვენებული და ეს ძალიან ეამაყებათ, რადგან ესმით, რომ მითები ხელოვნების უკვდავების შესახებ რეალობაა და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ფასობს ცნობილი მხატვრების ნამუშევრები.
იყო დრო,როცა თანამედროევე ტექნოლოგიებს ხელოვანები შიშითა და ეჭვის თვალით უყურებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ჩაანაცველბდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ახლა ტექნოლოგია მათ სამსახურშია და თანამედროვე აპარატურა ორიგინალთან მიახლოებულ ხარისხიან ტილოებს ბეჭდავს! მონეს კანვასები კი ნამდვილად არის ის, რაც თქვენს სახლს აკლია!
დღეს მოდაშია დივნებზე მიმოფანტული ფერადი ბალიშები. მნიშვნელობა არ აქვს ისინი ერთი ზომისაა თუ სხვადასხვა, არც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რომელიმეს. მხოლოდ გულის ამაჩუყებელი მელოდრამის ყურების დროს თუ ჩაიკრავთ გულში. მისი მთავრი მიზანი კი ინტერიერის დამშვენება და კომფორტული გარემოს შემქნაა.
დეკორატიული შპალიერი, რომელსაც ხშირად ერთ კედელზე აკრავენ, მთლიანად შეცვლის და გააცოცხლებს თქვენს სახლს. ერთი კედლისთვის მაქსიმუმ 3 შეკვრა შპალეერი დაგჭირდებათ, მთავარის სწორად შეუსაბამოთ ძველს.
ნუ მოერიდებით ხელნაკეთი ნივთების გამოსაჩენ ადგილზე დადებას. ბოთლებით, ნათურებითა თუ სხვა გამოსადეგარი ნივთებით უამრავი საინტერესო რამის შემქნა შეგიძლიათ და მერწმუნეთ, ყოველ ჯერზე, როცა თქვენს შემოქმედებას გვერდს ჩაუვლით, სასიამოვნო გრძნობა დაგეუფლებათ.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
პირველი ხალხის რჩეული მხატვარი გახდა ვან გოგი, ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. მარტის თვის ხალხის რჩეული ტილოები გახდა კლოდ მონეს: "შთაბეჭდილება/მზის ამოსვლა", "ქალი ქოლგით", “არჟანტეის ყაყაჩოები". ტილოები ხელმისაწვდომი 18 მარტიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.