ფოტოგრაფი ირმა შარიქაძის ხელოვნებით საფრანგეთშიც დაინტერესდნენ
როგორც მარაო.გე-ს სიყვარულის დედაქალაქიდან ირმა შარიქაძემ განუცხადა, მალე პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული გალერეა ქართველი ფოტოხელოვანის ფოტოებს გამოფენს.
ირმა შარიქაძის პროექტს "მშვენიერი თაღი ცის გვირგვინად" ჰქვია. შარიქაძემ საქართველოს ყველა რეგიონი მოიარა და ულამაზესი ხედები ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი მოდელების ფონზე გადაიღო.
პარიზში ფოტო-ექსპოზიცია 1 თვე გაგრძელდება, თუმცა გამოფენის გახსნის თარიღი ჯერ არ გარკვეულა და ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.
იხილეთ ფოტოგალერეა
გიორგი ბერიძე