ნინო ორდენიძე საზოგადოებამ პოდიუმიდან გაიცნო.წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, თუმცა ლევან გვაზავასთან დაოჯახების შემდეგ ნელ-ნელა ამ საქმეს ჩამოშორდა, შეეძინა შვილები - დოდოშკა და მაშო და მთელ დროს მათ აღზრდას უთმობდა. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ნინომ კარიერისთვის მოიცალა და სამოქალაქო აქტივისტობიდან საკრებულოში გადაინაცვლა. ნინომ და ლევანმა დაქორწინების შემდეგ ვაკეში რამდენიმე ბინა გამოიცვალეს, თუმცა, საბოლოოდ დაფუძნება მაინც წყნეთში გადაწყვიტეს. გაარემონტეს სააგარაკო სახლი და ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე დასახლდნენ.
- დავიბადე და გავიზარდე კერძო სახლში ქიაჩელის ქუჩაზე. გათხოვების შემდეგ კი ჯერ ქობულეთის ქუჩაზე ვცხოვრობდი,
მერე - ატენზე, შემდეგ - ბაგებში, მაგრამ ვერაფრით შევეგუე კორპუსში ცხოვრებას. ეს სახლი სააგარაკოდ გვქონდა, ზაფხულობით რომ ამოვდიოდით, უკან დაბრუნება აღარ მინდოდა. ძველი რემონტის მიუხედავად, აქ ყოფნა მაინც ყველაფერს მერჩივნა. არ შემიძლია ეს სადარბაზო, კორიდორული სისტემა, კორპუსი და რა ვქნა?! ჩემი მეუღლეც გიჟდება საკუთარ სახლზე, სულ უნდოდა, რომ გვქონოდა ეზო, სადაც ეყოლებოდა ბევრი ძაღლი და ეს სურვილიც აისრულა.
ნინოს ეზოში შესულებს სამი უზარმაზარი (დაბმული) ძაღლი „შემოგვეგება“, მათი ცქერით „გართულებს“ გარედან სახლის შეთვალიერება სულ დაგვავიწყდა, მაგრამ სამშვიდობოს რომ მივედით, ნინოს საგულდაგულოდ გამოვკითხეთ ყველაფერი.
სახლი ორსართულიანია. ქვედა, ე.წ. ნულ სართულზე ოჯახის უფროსის, ლევანის „რეზიდენციაა“, სადაც მარანს აკეთებს. ვინაიდან ჯერ საუშაოები დასრულებული არ იყო, გადაღებისგანაც თავი შევიკავეთ. გაგრძელება + ფოტოები